ანტუან გრიზმანი: ცენტრში თავდამსხმელად თამაში მირჩევნია

ანტუან გრიზმანი: ცენტრში თავდამსხმელად თამაში მირჩევნია

მოლდოვასთან მატჩის შემდეგ, "ბარსელონას" ფრანგმა თავდამსხმელმა, ანტუან გრიზმანმა კომენტარი გააკეთა.

"ჩემთვის ცენტრში თამაში უკეთესია, რადგან ამ დროს მოედანზე ორიენტირება უკეთესად გამომდის. ამ პოზიციაზე მრავალი წელია ვთამაშობ. ახლა კი ადაპტირება მიწევს."

"ბარსელონაში" ბევრს ვსწავლობ. ვიცოდი, რომ კატალონიურ კლუბში თამაში მარტივი არ იქნებოდა." - ციტირებს ანტუან გრიზმანის სიტყვებს Sport.

იმის მიუხედავად, რომ ანტუანს ცენტრში ურჩევნია თამაში, ერნესტო ვალვერდე მას შეტევის მარცხენა ფლანგზე იყენებს.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 3 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
    საიტის ლეგენდა  [?]
    #3 16 ნოემბერი 2019 00:08
    1
    დააყენე რა სუარესი და გირზმანი ცენტრში ერთად ფლანგიდან მაინც არ ვუტევთ და ცენტრიდან მაინც გააძლიერე შეტევები ფუ რა დებილი ტრენერია ნერვები მეშლება
    --------------------
    91/92 05/06 08/09 10/11 14/15 to be continued
    Culé [?]
    #2 15 ნოემბერი 2019 23:17
    0
    ვალიკოს ხელში ყველა დეგრედირდა და არც შენ ხარ გამონაკლისი. არაფერი გვეშვეკება სანამ ბურატინო გვყავს
    Culé [?]
    #1 15 ნოემბერი 2019 20:30
    3
    მესი გრიზი და დემბელე ეს სამი უნდა დააყენოს და ზოგჯერ გრიზს სუა შეცვლის დემბელეს-ფატი..
    --------------------
    🗣Johan Cruyff:🗣
    "ფეხბურთის თამაში მარტივია, თუმცა მარტივი ფეხბურთის თამაში - რთული"
    " ხარისხი შედეგის გარეშე უსარგებლოა. შედეგი ხარისხის გარეშე მოსაწყენი. "