ტიმო ვერნერი: ამჟამად ლევანდოვსკი მესის და რონალდუს დონეზე თამაშობს
გერმანული "ლაიფციგის" თავდამსხმელმა, ტიმო ვერნერმა, მიუნხენის "ბაიერნის" ფორვარდი, რობერტ ლევანდოვსკი კრიშტიანუ რონალდუსა და ლიონელ მესის შეადარა. იტყობინება, Goal.
"ძალიან რთულია, გახდე გერმანიის ჩემპიონატის საუკეთესო ბომბარდირი. გასაოცარია, როდესაც ბერლინის "ჰერტას" ორ გოლს გაუტან, შემდეგ კი საღამოს "ბორუსიასა" და "ბაიერნის" დაპირისპირებას უყურებ, სადაც რობერტიც დუბლს იფორმებს, ეს იმას ნიშნავს, რომ შენ უკვე 3 ან 4 გოლით ნაკლები გაქვს გატანილი.
ამჟამად ერთი ან ორი მოთამაშეა, რომელიც ლევანდოვსკის დონეზე იმყოფება, ეს კატეგორია კი კრიშტიანუ რონალდუ და ლიონელ მესია." - განაცხადა, ვერნერმა.
მსგავსი სიახლეები
გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში
ინფორმაცია
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 6 ]