"სიუდად ესპორტივა ჟოან გამპერი"
"სიუდად ესპორტივა" იგივე "სპორტსიტი" კატალონიის "ბარსელონას" სპორტული კომპლექსია, რომელიც 2006 წლის 1 ივნისს გაიხსნა. იგი განლაგებულია ქალაქ სან-ხუან-დესპიში ბარსელონასთან ახლოს. მისი საერთო ფართობია 136839 კვადრატული მეტრი. კლუბს მისი მშენებლობა 77.5 მილიონი € დაუჯდა.
გასული წლის თებერვალს დაიწყო კომპლექსის ახლიდან შენება. "ბარსელონას" ხელმძღვანელობამ ხელშეკრულება გააფორმა სამშენებლო კომპანიასთან "FCC". ამ პროექტს "21-ე საუკუნის ლა მასია" ეწოდა, რომელიც მიზნად ისახავდა კომპლექსში საცხოვრებელი ადგილების შექმნას კლუბის ახალგაზრდული გუნდებისთვის.
ქრონოლოგია
1980-81: კლუბის პრეზიდენტ ხოსეპ ლუის ნუნიესას ხელმძღვანელობით იწყება "სპორტსიტის" პროექტირება.
1989: შეძენილი იქნა მიწის ნაკვეთი.
ნოემბერი 2000: გადაწყდა, რომ სპორტულ კომპლექსს ჟოან გამპერის სახელს დაარქმევდნენ.
ივლისი 2001: კლუბმა მიიღო მშენებლობის უფლება კატალონიის ხელისუფლებისგან.
ივლისი 2003: პრეზიდენტმა ჟოან ლაპორტამ შეაჩერა მშენებლობა, რათა სახსრები მთავარ გუნდში დაებანდებინა.
ივლისი 2004: მშენებლობა განახლდა.
მაისი 2006: ჩატარდა პირველი ვარჯიში.
1 ივნისი 2006: კომპლექსი ოფიციალურად გაიხსნა.
იანვარი 2009: მთავარმა გუნდმა ჩაატარა სრულფასოვანი ვარჯიში.
იანვარი 2011: ახალი ლა მასიის გახსნა.
ინფრასტრუქტურა
მინდორი 1: ფეხბურთი 11 კაცისთვის (105 x 68 მეტრი). ბუნებრივი გაზონი. ტევადობა - 1400 მაყურებელი.
მინდორი 2: ფეხბურთი 11 კაცისთვის (105 х 65 მეტრი). ბუნებრივი გაზონი. ტევადობა - 400 მაყურებელი.
მინდორი 3: ფეხბურთი 11 კაცისთვის (105 х 65 მეტრი). ბუნებრივი გაზონი.
მინდორი 4: ფეხბურთი 11 კაცისთვის (105 х 65 მეტრი). ბუნებრივი გაზონი.
მინდორი 5: ფეხბურთი 11 კაცისთვის (105 х 65 მეტრი). ხელოვნური გაზონი.
მინდორი 6: ფეხბურთი 7 კაცისთვის (55 x 38 მეტრი). ხელოვნური გაზონი.
მინდორი 7: ფეხბურთი 11 კაცისთვის (105 x 68 მეტრი). ბუნებრივი გაზონი. ტევადობა - 1750 მაყურებელი.
მინდორი 8: ფეხბურთი 11 კაცისთვის (105 x 65 მეტრი). ხელოვნური გაზონი. ტევადობა - 950 მაყურებელი.
მინდორი 9: ფეხბურთი 11 კაცისთვის (105 x 65 მეტრი). ხელოვნური გაზონი.
მულტი-სპორტული პავილიონი.
3 სავარჯიშო დარბაზი.
4 სამედიცინო დაწესებულება.
მეკარეების მოსამზადებელი ბანაკი.
გასახდელი და სხვა სერვისული შენობები.
პრესისთვის განკუთვნილი 2 დაწესებულება.




ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 0 ]