გრიზმანის გოლი და ასისტი - საფრანგეთმა შესარჩევი მოგებით დაასრულა [ვიდეო]
ევროპის ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის მე-10 ტურში, საფრანგეთის ნაკრები სტუმრად ალბანეთს დაუპირისპირდა.
შეხვედრაში "ბარსელონას" ორმა ფეხბურთელმა მიიღო მონაწილეობა. კლემან ლანგლემ და ანტუან გრიზმანმა მოედანზე 90 წუთი გაატარეს. გრიზმანმა 31-ე წუთზე გოლის გატანა მოახერხა, ანგარიში კი მე-8 წუთზე კორენტენ ტოლისომ გახსნა. საბოლოო ანგარიში - 0-2.
საფრანგეთმა H ჯგუფი 8 მოგებით, 1 ფრით, 1 წაგებით და 25 ქულით დაასრულა. მეორე ადგილზე თურქეთი გავიდა. ისლანდიას ევრო 2020-ზე მოხვედრის შანსი პლეი-ოფის საშუალებით ექნება, ალბანეთი, ანდორა და მოლდოვა კი ჯგუფში ჩარჩნენ.
[media=https://www.youtube.com/watch?v=mSNxH7lD9EU]
მსგავსი სიახლეები
გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში
ინფორმაცია
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 2 ]