მესი მხოლოდ პელეს ჩამორჩება
არგენტინასა და ურუგვაის შორის გუშინ გამართული დაპირისპირების შემდეგ, ლეო მესის, ეროვნული გუნდის მაისურით, უკვე 70 გოლი დაუგროვდა, რაც სამხრეთ ამერიკულ ფეხბურთში მე-2 საუკეთესო შედეგია.
სამხრეთ ამერიკელ ფეხბურთელებს შორის, ნაკრებში მესიზე მეტი, 77 გოლი, მხოლოდ პელეს აქვს გატანილი. მე-3 ადგილზე, 62 გოლით, რონალდოა, ხოლო მე-4 პოზიციას, 61 გოლით, მისი თანამემამულე ნეიმარი იკავებს.
საკმაოდ დიდია იმის შანსი, რომ მესიმ პელეს ეს რეკორდი გააუმჯობესოს.
ტეგები
მსგავსი სიახლეები
გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში
ინფორმაცია
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 3 ]