ანსუ ფატი ევროპის მე-6 საუკეთესო ახალგაზრდა ფეხბურთელად დასახელდა
ცოტა ხნის წინ, ევროპის საუკეთესო ახალგაზრდა ფეხბურთელი (Godeln Boy) დასახელდა. ეს ჯილდო მადრიდის "ატლეტიკოს" პორტუგალიელმა შემტევმა, ჟოაუ ფელიშმა დაიმსახურა.
საუკეთესო 21-წლამდელთა შორის მოხვდა "ბარსელონას" 17 წლის შემტევი ანსუ ფატი, რომელიც, 49 ხმით, მე-6 ადგილზე გავიდა.
2019 წლის ევროპის საუკეთესო ახალგაზრდა ფეხბურთელების ათეული ასე გამოიყურება:
| # | ფეხბურთელი | კლუბი | ქულა |
| 1 | ჟოაუ ფელიში | ბენფიკა/ატლეტიკო | 332 |
| 2 | ჯეიდონ სანჩო | დორტმუნდი | 175 |
| 3 | კაი ჰავერცი | ლევერკუზენი | 75 |
| 4 | ერლინგ ჰოლანდი | ზალცბურგი | 74 |
| 5 | მატიას დე ლიხტი | აიაქსი/იუვენტუსი | 71 |
| 6 | ანსუ ფატი | ბარსელონა | 49 |
| 7 | ფილ ფოდენი | მანჩესტერ სიტი | 46 |
| 8 | ჯანლუიჯი დონარუმა | მილანი | 37 |
| 9 | ნიკოლო ძანიოლო | რომა | 36 |
| 10 | დონიელ მალენი | პსვ | 35 |
Golden Boy ახალგაზრდა, 21-წლამდელ ფეხბურთელებს შორის დაწესებული ყველაზე პრესტიჟული ჯილდოა. ეს ჯილდო, 2003 წელს, Tuttosport-მა დააარსა. გამარჯვებულს ევროპის წამყვანი 12 სპორტული გამოცემის ჟურნალისტები ავლენენ. ჯილდოს პირველი გამარჯვებული რაფაელ ვან დერ ვაარტი გახდა. "ბარსელონადან" ერთადერთი, რომელსაც ეს ჯილდო მოუგია, ლიონელ მესია. ლეო ევროპის საუკეთესო ახალგაზრდა ფეხბურთელად 2005 წელს, 18 წლის ასაკში დასახელდა.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 3 ]