კონფერენცია ალვეშზე

კონფერენცია ალვეშზე

მოგეხსნებათ კატალონიის "ბარსელონას" ბრაზილიელი მცველის, დანიელ ალვესის კონტრაქტის გახანგრძლივება საკმაოდ გაიწელა. დანის კონტრაქტის გახანგრძლივებაზე საუბრებს, შეიძლება ბოლო დღეს საღამოს მოეღოს. კლუბის ოფისში ახლაც მიმდინარეობს ამ საკითხზე თათბირი. მასში მონაწილეობას, კლუბის ვიცე პრეზიდენტი ხოსე მარია ბართომეუ, სპორტული დირექტორი, ანდონი სუბისარეტა და საფეხბურთო დირექტორი რაულ სანლეი იღებენ. სავარაუდოდ ამ შეხვედრაზე გადაწყდება, მოაწერს თუ არა ხელს ბრაზილიელი ახალ კონტრაქტს. რა თქმა უნდა ორივე მხარე დაიცავს თავ–თავის ინტერესებს. ალვეშის აგენტი ფიქრობს, რომ დანი კლუბისთვის ძალიან ძვირად ღირებული და მნიშვნელოვანია. სავარაუდოდ რამდენიმე საათში უფრო მეტი ინფორმაცია იქნება ამ კონფერენციის შესახებ.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 0 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.