ალისონი: როდესაც მესისა და სუარესს შევხედე, ისინი "რომაზე" ფიქრობდნენ
ალისონ ბეკერმა ბრიტანულ გამოცემა "ინდეფენდენტს" ინტერვიუს მისცა და მრავალ საკითხზე ისაუბრა, მათ შორის "ბარსელონას" წინააღმდეგ მოპოვებულ ისტორიულ გამარჯვებაზე.
"ვიცოდი, რამდენად მნიშვნელოვანი იქნებოდა დაცვა. როდესაც ერთხელ დათმობ, უკვე მკვდარი ხარ. მეორე გოლის გატანის შემდეგ დავიჯერეთ, რომ სასწაულის მოხდენა შესაძლებელი იყო."
რაც უფრო გადიოდა დრო მერსესაიდელები უფრო თავდაჯერებული ხდებოდნენ, "ბარსელონას" ფეხბურთელების შემთხვევაში კი პირიქით ხდებოდა.
"ვფიქრობ, რომ მათ მეხსიერებაში "რომას" წინააღმდეგ თამაში გაცოცხლდა. როდესაც მესისა და სუარესს შევხედე, მათ ხელები თავზე შემოიჭდეს და თავები დახარეს, გრძნობდნენ, რომ იგივე სცენარი განმეორდებოდა. "ბარსელონა"ბ"რომაზე" ფიქრობდა და ლაპარაკობდა. ისინი ამბობდნენ, რომ გამოცდილება მიიღეს და შეცდომებიდან ისწავლიდნენ, თუმცა ასე არ მოხდა." - ციტირებს ალისონის სიტყვებს Sport.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 18 ]