სუბისარეტა:" "ბეტისმა" აჯობა "ბარსელონას"

სუბისარეტა:" "ბეტისმა" აჯობა "ბარსელონას"

მოგეხსენებათ გუშინ კატალონიის "ბარსელონა", "დელ რეის თასის" 1/4 ფინალის განმეორებით მატჩში, "ბეტისთან" 3–1 დამარცხდა. "ბლაუგრანას" სპორტული დირექტორი ანდონი სუბისარეტა მიიჩნევს, რომ "ბეტისმა" კატალონიურ კლუბს აჯობა და სამართლიანად გაიმარჯვა:

" ნამდვილად შეიძლება ითქვას, რომ ამ მატჩში "ბეტისმა" გვაჯობა ჩვენ. ყველა ფეხბურთელი, რომელსაც კი "ბარსას" ფორმა ეცვა, ვერ თამაშობდა ისე როგორც მათ სჩვევიათ. გუშინდელ მატჩში, ფეხბურთელები ჩვეულად ვერ აკონტროლებდნენ ბურთს და კარგად ვერ ასრულებდნენ შეტევებს," დაასრულა კატალონიის "ბარსელონასა" და ესპანეთის ნაკრების ყოფილმა მეკარემ.

ცნობისთვის სუბისარეტას "ბარსას" მაუსურით 301 მატჩი აქვს ჩატარებული, ხოლო "ფურია როხას" კარს იგი 126 მატჩში  იცავდა.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 0 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.