"ბარსელონას" ლაუტაროსთვის "მანჩესტერ სიტი" შეეცილება
მილანის "ინტერის" არგენტინელი ვარსკვლავისთვის, ლაუტარო მარტინესისთვის, მომდევნო ზაფხულში, სერიოზული ბრძოლა გაჩაღდება.
აქამდეც ცნობილი იყო, რომ 22 წლის თავდამსხმელი "ბარსელონას" ერთ-ერთი მთავარი სამიზნე იქნებოდა. კატალონიელებს მარტინესი ლუის სუარესის შემცვლელად მიაჩნიათ.
ცნობილი ჟურნალისტის, ჯანლუკა დი მარციოს ცნობით, ლაუტაროსთვის ბრძოლაში "მანჩესტერ სიტიც" ჩაებმება.
არგენტინელი ფეხბურთელის გამოსასყიდი თანხა 111 მილიონი ევროა. ცნობილია, რომ "ინტერი" ცდილობს მარტინესს ახალი კონტრაქტი შესთავაზოს და ეს თანხა გაზარდოს.
ტეგები
მსგავსი სიახლეები
გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში
ინფორმაცია
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 5 ]