ლაუტარო მარტინესი "ბარსელონას" ჭორებზე: "ინტერი" ჩემი სახლია
მილანის "ინტერის" თავდამსხმელი ლაუტარო მარტინესი "ბარსელონაში" მის შესაძლო გადასვლასთან დაკავშირებით გავრცელებულ ცნობებს ეხმაურება.
"ინტერი" ჩემი სახლია. ეს, ჩემთვის, ძალიან მნიშვნელოვანია. ვეცდები თავდაუზოგავად ვიმუშავო და მოედანზე დავამტკიცო, რომ ამ მაისურის ტარების ღირსი ვარ. მინდა, "ნერაძურის" გულშემატკივრებსა და ჩემს ოჯახს რაც შეიძლება დიდი სიამოვნება მივანიჭო." - ციტირებს ლაუტაროს სიტყვებს Sky Italia.
გავრცელებული ინფორმაციით, "ბარსელონა" შეეცდება ზაფხულში ლაუტარო მარტინესი დაიმატოს, როდესაც ფეხბურთელის გამოსასყიდი თანხა 111 მილიონი ევრო იქნება.
ტეგები
მსგავსი სიახლეები
გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში
ინფორმაცია
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 4 ]