"ბარსელონა" - ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის რეკორდსმენი
"ბარსელონამ" ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპი ერთი ტურით ადრე პირველ ადგილზე დაასრულა და ფლეი-ოფში თამაში ოფიციალურად გაინაღდა. მან ეს ყოველივე "ინტერის", "დორტმუნდისა" და "სლავიას" წინააღმდეგ კარგი თამაშით შეძლო. F ჯგუფს თავიდანვე რთულ ჯგუფად მიიჩნევდნენ, თუმცა "ბლაუგრანამ" ამოცანა დროზე ადრე შეასრულა.
როგორც ჯგუფის პირველადგილოსანი, "ბარსელონა" 1/16-ფინალის მეორე თამაშს "კამპ ნოუზე" ითამაშებს, რაც ერთგვარი უპირატესობაა. ჯგუფურ ეტაპზე დაკავებული პირველი ადგილის წყალობით "ბლაუგრანა" ვერ შეხვდება ისეთ გუნდებს, როგორებიცაა: "პარი სენ-ჟერმენი", "მანჩესტერ სიტი", "იუვენტუსი", "ბაიერნი", ასევე, ესპანურ კლუბებსაც.
ერნესტო ვალვერდეს შეუძლია "ინტერის" წინააღმდეგ ყოველგვარი შიშის გარეშე ითამაშოს და შემადგენლობა გადააახალისოს, დაასვენოს ფეხბურთელები "სოსიედადთან" და "რეალთან" გასამართი მატჩების წინ. ასევე, შანსი მისცეს ახალგაზრდა ფეხბურთელებს.
ჯგუფური ეტაპზე გამარჯვება "ბარსელონასთვის" ჩვევად იქცა. კატალონიელები პირველ ადგილზე 20-ჯერ გავიდნენ, რაც 4-ით მეტია "რეალის" მაჩვენებელთან შედარებით. "ბარსელონა" ერთადერთი კლუბია, რომელმაც ჩემპიონთა ლიგაზე ჯგუფურ ეტაპი 12-ჯერ გადალახა მარცხის გარეშე.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 4 ]