"ბარსელონამ" "მილანს" ტოდიბოს ფასი დაუსახელა
"ბარსელონამ" 19 წლის ფრანგ ცენტრალურ მცველს, ჟან-კლერ ტოდიბოს ფასი დაადო.
გუშინ გავრცელებული ინფორმაციით, "ბლაუგრანას" სპორტულმა დირექტორმა, ერიკ აბიდალმა, "მილანთან" მოლაპარაკება გამართა. დღეს კი, ამ მოლაპარაკების დეტალები გახდა ცნობილი. Sport-ის ცნობით, კატალონიელებმა "როსონერის" ფეხბურთელი 12 მილიონ ევროდ დაუფასეს.
ჟან-კლერ ტოდიბო "ტულუზიდან" "ბარსელონაში" გასულ იანვარში, მილიონ ევროდ გადმოვიდა. გარიგება 2 მილიონის ბონუსებსაც ითვალისწინებს. ფეხბურთელს კლუბთან კონტრაქტი 2023 წლამდე აკავშირებს და მისი გამოსასყიდი თანხა 150 მილიონი ევროა, მაგრამ "ბარსამ" ფრანგის გაცილებით ნაკლებ ფასად გაყიდვა გადაწყვიტა.
კატალონიური პრესის ცნობით, ერნესტო ვალვერდე ტოდიბოს გარჯით უკმაყოფილოა და გუნდის მე-4 ცენტრალურ მცველად "ბარსა ბ"-ში მოთამაშე რონალდ არაუხოს მოიაზრებს.
ტოდიბოს, "ბარსელონას" მაისურით, მხოლოდ 4 თამაში აქვს ჩატარებული.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 4 ]