ეშლი კოული: მესი და რონალდუ მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელები არიან
ინგლისელი ვეტერანი მცველი ეშლი კოული იმედოვნებს, რომ "ოქროს ბურთის" გამარჯვებული ოდესღაც მცველიც გახდება, თუმცა აღიარებს, რომ მესისა და რონალდუს ეპოქაში ამის გაკეთება ძალიან რთულია.
"ეს ძალიან რთულია. იმისთვის, რომ მსოფლიოს აღიარება მოიპოვო, შენს პოზიციაზე საუკეთესოდ უნდა თამაშობდე, მაგრამ გულახდილად, არა მგონია, მესისა და რონალდუს გადააჭარბო. რასაც მესი აკეთებს... ის ნორმალური არ არის, ასევეა რონალდუც. "
გასაკვირი არ იყო, რომ მესი "ოქროს ბურთის" გამარჯვებული გახდა. ჩვენ, ალბათ, გვსურს, რომ ეს ჯილდო მცველმაც მოიგოს." - ციტირებს კოულის სიტყვებს Goal.com.
"ლივერპულის" მცველი ვირჯილ ვან დაიკი "ოქროს ბურთის" მოგებასთან ახლოს იყო, თუმცა საუკეთესო სამეულში მან მეორე ადგილი დაიკავა.
ტეგები
მსგავსი სიახლეები
გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში
ინფორმაცია
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 4 ]