ბლეზ მატუიდი: "კამპ ნოუზე" წაგების შემდეგ, ფეხბურთის თამაში აღარ მინდოდა
"იუვენტუსის" ფრანგი ნახევარმცველი ბლეზ მატუიდი იმ დროს იხსენებს, როდესაც მისმა "პარი სენ-ჟერმენმა" "კამპ ნოუზე" 1-6 წააგო.
2017 წელს, ჩემპიონთა ლიგის 1/8-ფინალის პირველ მატჩში, პსჟ-მ "ბარსას" 4-0 მოუგო, მაგრამ განმეორებით მატჩში კატალონიელებმა 6-1 იმარჯვეს და 1/4-ფინალის საგზურიც მათ დარჩათ.
"ძალიან რთული მომენტი იყო. გასახდელში, საკუთარ თავს ვუთხარი, რომ მომავალში ფეხბურთის თამაში შეუძლებელი იყო. არ მინდოდა ეს საქმე გამეგრძელებინა. მომხდარის გამო შერცხვენილი ვიყავი." - ციტირებს 32 წლის ფრანგის სიტყვებს Sport.
ტეგები
მსგავსი სიახლეები
გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში
ინფორმაცია
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 7 ]