ლუის სუარესი "ლივერპულის" დეკადის საუკეთესო ფეხბურთელად დაასახელეს

ლუის სუარესი "ლივერპულის" დეკადის საუკეთესო ფეხბურთელად დაასახელეს

მიუხედავად იმისა, რომ ლუის სუარესმა "ლივერპულში" მხოლოდ 3 წელი გაატარა, The Guardian-მა ის მერსისაიდელთა დეკადის საუკეთესო ფეხბურთელად დაასახელა.

სუარესი "ლივერპულში" 2011-2014 წლებში თამაშობდა. ჩატარებულ 133 შეხვედრაში მან 82 გოლი გაიტანა. განსაკუთრებით შედეგიანი იყო ბოლო, 2013/14 წლების სეზონი - პრემიერ ლიგაში ჩატარებულ 33 შეხვედრაში გატანილი 31 გოლი, ჩემპიონატის საუკეთესო ბომბარდირი, "ოქროს ბუცის" მფლობელი, "ლივერპულის" სეზონის საუკეთესო ფეხბურთელი, IFFHS-ს ვერსიით სეზონის საუკეთესო ბომბარდირი, პრემიერ ლიგის სეზონის სიმბოლური გუნდის წევრი, პრემიერ ლიგის სეზონის საუკეთესო ფეხბურთელი და კინაღამ მოგებული პრემიერ ლიგის ნანატრი ჯილდო. ინგლისში თამაშის დროს, სუარესმა მხოლოდ ერთი გუნდური ტიტული მოიგო - ყველაზე ნაკლებად მნიშვნელოვანი, ინგლისის ლიგის თასი.

The Guardian-მა პრემიერ ლიგაში მოთამაშე გუნდებიდან გასული დეკადის საუკეთესო ფეხბურთელები დაასახელა და "ლივერპულიდან" არჩევანი ლუის სუარესზე შეაჩერა.

"ის იურგენ კლოპის ოქროს თაობის წევრი არ ყოფილა, მაგრამ გასულ დეკადაში "ლივერპული" ისე წინ არავის წაუწევია, როგორც ეს მან გააკეთა. არის ის "ლივერპულის" ისტორიაში ყველაზე ნიჭიერი ფეხბურთელი? შესაძლოა." - ვკითხულობთ The Guardian-ის სტატიაში.

2014 წელს, სუარესი "ბარსელონაში" გადმოვიდა, სადაც კიდევ უფრო უკეთ ათამაშდა - 268 თამაშში გატანილი 190 გოლი, 13 გუნდური და 15 ინდივიდუალური ჯილდო.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 7 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
    Culé [?]
    #7 26 დეკემბერი 2019 22:00
    0
    ჯეკა ბარსას საუკეთესო შენაძენი...
    საიტის ლეგენდა  [?]
    #6 26 დეკემბერი 2019 09:55
    1
    ციტატა: Messi_G.O.A.T.❤❤❤❤
    3 გოლი მაინც გაიტანე პლეიოფში,ძაან უნამუსოდ იქცევა

    ტურინელმა ქალოიამ დაწყევლა. შენ არ გეღორსოსო გოლი, ლიგის პლეიოფზე და თანაც სტუმრადო და აი ვიმკით. 😂😂
    საიტის ლეგენდა  [?]
    #5 26 დეკემბერი 2019 01:03
    4
    უმაგრესი ფორვარდია ელ პისტოლერო
    --------------------
    91/92 05/06 08/09 10/11 14/15 to be continued
    Andres_Iniesta
    სტუმარი [?]
    #4 25 დეკემბერი 2019 23:48
    4
    საუკეთესო ცხრიანია.
    Messi_G.O.A.T.❤❤❤❤
    სტუმარი [?]
    #3 25 დეკემბერი 2019 23:43
    1
    3 გოლი მაინც გაიტანე პლეიოფში,ძაან უნამუსოდ იქცევა
    საიტის ლეგენდა  [?]
    #2 25 დეკემბერი 2019 23:39
    1
    ლუის სუარეზი <3
    Z.TS
    სტუმარი [?]
    #1 25 დეკემბერი 2019 23:37
    7
    თამაშში სუარეზის თუნდაც ერთი ლამაზი გოლი მირჩევნია სხვა ნებისმიერი ფორვარდის კარგ თამაშს. იმდენად ლამაზად გამოსდის და იმდენად ეფექტურია