სუარესს „ოქროს ბუცი“ გადაეცა
"ბარსელონას" თავდამსხმელმა, ლუის სუარესმა, გასული სეზონის საუკეთესო ბომბარდირობის პრიზი, "ოქროს ბუცი" მიიღო. ურუგვაელმა, აღნიშნული ჯილდო, "ლივერპულის" ყოფილი მწვრთნელისგან, კენი დალგიშისგან მიიღო. ამ შემთხვევაში, ეს პრიზი სუარესმა მადრიდის "რეალის" თავდამსხმელთან, კრიშტიანუ რანალდუსთან გაიყო.
ლუის სუარესმა, 2013/14 სეზონში, პრემიერ ლიგის 33 მატჩში მიიღო მონაწილეობა და გაიტანა 31 გოლი. გასულ ზაფხულს, ფეხბურთელი "ბარსელონაში" გადავიდა, მაგრამ, დისკვალიფიკაციის გამო, მას "ლურჯ-ბროწეულისფერების" შემადგენლობაში, ოფიციალურ მატჩში, მონაწილეობა ჯერ არ მიუღია.
მსგავსი სიახლეები
გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში
ინფორმაცია
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 12 ]