ფრენკი დე იონგი - ახალი ივან რაკიტიჩი
ფრენკი დე იონგი "ბარსელონას" იმ იშვიათ ფეხბურთელებს შორის შედის, რომლებიც, მიმდინარე სეზონში, კრიტიკას არ იმსახურებენ.
სტატისტიკა აჩვენებს, რომ ახალგაზრდა ჰოლანდიელი ახალწვეული ერნესტო ვალვერდეს ფავორიტ ფეხბურთელად იქცა.
წინა ორ სეზონში, ვალვერდე ყველაზე ხშირად ივან რაკიტიჩს ათამაშებდა, წელს კი, ეს როლი ფრენკი დე იონგმა მოირგო.
მიმდინარე სეზონში, "ბარსელონამ" 24 თამაში ჩაატარა და დე იონგი ერთადერთია, რომელმაც მონაწილეობა ყველა მათგანში მიიღო. 21-ჯერ ის სასტარტო შემადგენლობაში იყო, ხოლო 3-ჯერ თამაშში სათადარიგოთა სკამიდან ჩაერთო. მასზე თითო თამაშით ნაკლები აქვთ ჩატარებული მარკ-ანდრე ტერ შტეგენსა და ანტუან გრიზმანს.
რაც შეეხება მოედანზე გატარებულ წუთებს - ამ მაჩვენებელში ტერ შტეგენი ლიდერობს (2 070 წუთი), რომელმაც 23 თამაში შეუცვლელად ითამაშა. შემდეგ მოდის ჟერარ პიკე 1 883 წუთით, ხოლო დე იონგს 1 840 წუთი აქვს ნათამაშები.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 11 ]