გაბი მილიტო: “კლუბში არანაირი კრიზისი არ ყოფილა”
"ბარსელონას” ცენტრალურმა მცველმა, გაბრიელ მილიტომ განაცხადა, რომ კლუბში ედმილსონის განცხადებასთან დაკავშირებით არანაირი უთანხმოება არ ყოფილა და კლუბი ძალზე შეკრულია.
"რეკრეატივოსთან” დამაჯერებელი გამარჯვება, არგენტინელის აზრით იყო პასუხი იმ ჭორებზე, რომელიც გამოიწვია ბრაზილიელის განცხადებამ, რომ თითქოს გუნდში "უსაქმური ცხვარი” ირიცხება.
"არანაირი კრიზისია არ ყოფილა. ჩვენ წინ ოპტიმისტურად ვიყურებით და მე ვთვლი, რომ გუნდში ყველაფერი კარგად არის. მე ვიმედოვნებ, რომ შემდეგ ორ გასვლით თამაშს ჩვენ შესანიშნავად ჩავატარებთ”.
მილიტოს თქმით რონალდინიო კლუბში არანაირი პრივილეგიით არ სარგებლობს: "ჩვენ ყველას თანაბარი უფლებები გვაქვს. რონალდინიო ძალზე მნიშვნელოვანი ფეხბურთელია გუნდისთვის და იგი ჩვენ კიდევ ბევრ სიხარულს მოგვანიჭებს”.
მილიტომ, რომელიც შეადგენს პუიოლთან ერთად "ბარსელონას” დაცვის ცენტრს და პუიოლის ტრამვის შემდეგ მარკესს შეეწყვილა, თავის კატალონიურ კარიერაში პირველი გოლი გაიტანა. "გოლის გატანა ძალზე დიდი ბედნიერება იყო. განსაკუთრებით იმიტომ, რომ ეს იყო თამაშში პირველი გოლი და გუნდს დამაჯერებლობა შეჰმატა. ყველა მატჩი თავისებურად რთულია. ხშირად არის, როდესაც ჩვენ გვიწევს დაცვით გუნდთან თამაში, ესეთ შემთხვევებში რთულია ანგარიშის გახსნა. როდესაც ჩვენ ამას მოვახერხებთ, ჩვენ ვიწყებთ ჩვენი ფეხბურთის თამაშს” – განაცხადა მილიტომ.
არგენტინელმა ასევე შეაქო ბოიანი, რომელმაც "ნოუ კამპზე” თავისი პირველი გოლი გაიტანა. "იგი ახალგაზრდა პერსპექტიული ფეხბურთელია დიდი მომავლით. იგი ჯერ პირველ ნაბიჯებს დგამს, მაგრამ საკმაოდ დამაჯერებლად. მიუხედავად პატარა ასაკისა, მას პირველ გუნდში უკვე სამი გოლი აქვს გატანილი”.
არგენტინელმა მცველმა გაიხსენა თავისი თანამემამულეები, რომლებმაც ასევე ახალგაზრდულ ასაკში მოახერხეს თავის წარმოჩინება, აიმარი, სავიოლა, აგერო… მისი აზრით, ბოიანის მოედანზე გამოსვლა გუნდს გამარჯვებაში დაეხმარა: "მისი გამოსვლის შემდეგ თამაში უფრო გახსნილი გახდა. იგი პროფესიონალურად გაიზარდა ამ გოლის შემდეგ”.
წინ ჩემპიონთა ლიგის მატჩია "ლიონის” წინააღმდეგ და "ბარსელონამ”, რომელმაც საკუთარ მოედანზე ყველა შეხვედრა მოიგო, უნდა დაიწყოს გასვლით თამაშებშიც ქულების მოპოვება: "ჩვენ წინ დიდი დრო გვაქვს, რომ გავაუმჯობესოთ ეს კომპონენტი. "ლიონი” ძალზე ძლიერი მეტოქეა და შეეცდება დღევანდელ მატჩი გამარჯვებას, რათა მოიპოვოს შემდეგ ეტაპზე გასვლის უფლება”.
წყარო: www.barcamania.ru
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 0 ]