ლუის სუარესი: ძალიან ფრთხილად უნდა ვიყოთ
"ბარსელონას" შემტევი ლუის სუარესი ზეგ გასამართ ბარსელონურ დერბიზე საუბრობს.
2020 წლის პირველი მატჩის წინ, "ესპანიოლი" ცხრილის ბოლო ადგილზეა, "ბარსელონა" კი გათამაშებას ლიდერობს. ამის მიუხედავად, სუარესს მიაჩნია, რომ მისი გუნდისთვის 3 ქულის აღება მარტივი არ იქნება.
"დერბი ყოველთვის რთულია. ძალიან ფრთხილად უნდა ვიყოთ. მეტოქე რთულ სიტუაციაშია. "ესპანიოლის" ფეხბურთელების დონის გათვალისწინებით, ეს გუნდი ბოლო ადგილზე ყოფნას არ იმსახურებს." - ციტირებს ლუის სუარესის სიტყვებს Sport.
თავად სუარესს, "ესპანიოლთან", ძალიან კარგი შედეგი აქვს - 10 მოგება, 2 ფრე, 1 წაგება, 8 გატანილი გოლი.
ტეგები
მსგავსი სიახლეები
გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში
ინფორმაცია
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 11 ]