ანსუ ფატი ყველაზე ცუდი მოგონების წინააღმდეგ
ხვალ, "ბარსელონა" 2020 წლის პირველ თამაშს გამართავს. "ბლაუგრანა" თანაქალაქელ "ესპანიოლს" დაუპირისპირდება, ეს კი ის კლუბია, რომელიც "ბარსას" ამომავალი ვარსკვლავისთვის, ანსუ ფატისთვის კარიერის ყველაზე ცუდ მოგონებასთან ასოცირდება.
2015 წელს, "ბარსელონას" 13-წლამდელთა გუნდი "ესპანიოლს" ეთამაშებოდა. მეტოქის მხრიდან უხეშად თამაშის გამო, ანსუ ფატიმ (დიახ, 2015 წელს ფატი ჯერ 13 წლისაც არ იყო) ტრავმა მიიღო და მისი საავადმყოფოში სასწრაფო დახმარების მანქანით გადაყვანა გახდა საჭირო. როგორც გაირკვა, ანსუს ფეხი ჰქონდა მოტეხილი. ამ ტრავმის გამო, ფატის 10 თვე გაუცდა. ასეთ ასაკში ასეთ ტრავმას ბევრი სპორტსმენის კარიერა დაუმთავრებია, მაგრამ ფატი მათ რიგებში არ მოხვდა.
მსგავსი სიახლეები
გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში
ინფორმაცია
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 4 ]