მარიო რუი: მესიზე ფიქრს თუ ახლა დავიწყებ, თავი ამტკივდება
"ნაპოლის" მარცხენა მცველს, მარიო რუის ჰკითხეს თუ როგორ აპირებს "ბარსელონას" კაპიტნის, ლიონელ მესის შეჩერებას. პორტუგალიელმა ჟურნალისტს ხუმრობით უპასუხა.
"მესი? მასზე ფიქრს თუ ახლავე დავიწყებ, თავი ამტკივდება."
"თუმცა, ხუმრობის გარეშე რომ ვთქვათ, ჩემს თავს იღბლიანად ვთვლი, რადგან უძლიერეს ფეხბურთელთან დაპირისპირება ყველა მოთამაშის ოცნებაა. შევეცდები ჩემი მაქსიმუმი გავაკეთო." - ციტირებს მარიო რუის სიტყვებს Radio Kiss Kiss.
შეგახსენებთ, რომ ჩემპიონთა ლიგის 1/8 ფინალში "ბარსელონა" "ნაპოლის" დაუპირისპირდება.
ტეგები
მსგავსი სიახლეები
გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში
ინფორმაცია
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 6 ]