ანტუან გრიზმანი "ატლეტიკოსთან" ნავსის გატეხვას შეეცდება
ესპანეთის სუპერ თასზე "ბარსელონასა" და "ატლეტიკოს" შორის გასამართი დაპირისპირება, კატალონიური გუნდის ფრანგი ვარსკვლავისთვის, ანტუან გრიზმანისთვის, განსაკუთრებული იქნება.
გარდა იმისა, რომ გრიზმანი თავის ყოფილ გუნდს შეხვდება, ის შეეცდება გოლი მისთვის ყველაზე უხერხულ მეტოქეს გაუტანოს.
"ბარსელონასა" და "სოსიედადის" მაისურით, ანტუანს "როხიბლანკოს" წინააღმდეგ 9-ჯერ უთამაშია. მის ანგარიშზე 2 მოგება, 1 ფრე, 6 მარცხი და 0 გატანილი გოლია.
"ატლეტიკო" გრიზმანის კარიერაში ერთადერთი კლუბია, რომლის წინააღმდეგაც მას 3-ზე მეტი თამაში აქვს ჩატარებული და გოლი არ გაუტანია.
თამაში ხვალ, 9 იანვარს, თბილისის დროით 23:00 საათზე დაიწყება.
ტეგები
მსგავსი სიახლეები
გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში
ინფორმაცია
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 2 ]