ლოთარ მათეუსი: დიდი ხანია, ტოდიბოზე უკეთესი ცენტრალური მცველი არ მინახავს
გერმანული ფეხბურთის ლეგენდამ, ლოთარ მათეუსმა "ბარსელონას" ახალგაზრდა ცენტრალური მცველი, ჟან-კლერ ტოდიბო შეაქო.
"დიდი ხანია, ტოდიბოზე უკეთესი ცენტრალური მცველი არ მინახავს. ის შესანიშნავი შენაძენი იქნება, როგორც "შალკესთვის", ასევე ბუნდესლიგისთვის. მისი ასაკისთვის ფრანგი ძალიან მშვიდია. ტოდიბო რთული სიტუაციებიდან თავის დასაღწევად საინტერესო გამოსავლებს პოულობს." - ციტირებს ლოთარ მათეუსის სიტყვებს Sport.
შეგახსენებთ, რომ "შალკე" ჟან-კლერ ტოდიბოს დამატებისთვის იბრძვის. ამჟამად, ფრანგი ცენტალური მცველი გუნდთან ერთად საუდის არაბეთში იმყოფება.
ტეგები
მსგავსი სიახლეები
გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში
ინფორმაცია
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 6 ]