beIN Sports: ჩავი "ბარსელონას" ახალი მწვრთნელია
ჩავი ერნანდესი "ბარსელონას" ახალი მწვრთნელია! ასეთ ინფორმაციას ავრცელებს beIN Sports.
ყატარული გამოცემის ცნობით, ლეგენდარული ნახევარმცველი ყოფილი გუნდის ჩაბარებას დასთანხმდა. იგივე გამოცემა მეტ დეტალებს არ ავრცელებს.
მსგავს ინფორმაციას ავრცელებს Sport, მაგრამ კატალონიური გამოცემის ცნობით, 39 წლის სპეციალისტი მზადაა "ბარსა" მომდევნო სეზონიდან ჩაიბაროს. მანამდე, "ბლაუგრანას" მოუწევს ან ერნესტო ვალვერდესთან თანამშრომლობა განაგრძოს, ან სხვა, დროებითი მწვრთნელი მოძებნოს.
ივარაუდება, რომ მეტი დეტალი ცნობილი ხვალ, 12 იანვარს გახდება. ვრცელდება ინფორმაცია, რომ არაა გამორიცხული, "ალ-სადმა" ჩავის "ბარსელონაში" დანიშვნა ხვალვე დაადასტუროს და კატალონიელ სპეციალისტს გაწეული სამსაუხირისთვის მადლობა გადაუხადოს.
ტეგები
მსგავსი სიახლეები
გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში
ინფორმაცია
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 11 ]