არტურო ვიდალს ვალვერდე არ აინტერესებს და წასვლა უნდა
არ აქვს მნიშვნელობა, დატოვებს თუ არა ერნესტო ვალვერდე "ბარსელონას" მთავარი მწვრთნელის პოსტს - არტურო ვიდალს კლუბიდან წასვლა სურს. ამ ინფორმაციას Corriere dello Sport-ის დღევანდელი გამოშვება გვაწვდის.
იანვარში, ვიდალი მილანის "ინტერის" მთავარი სატრანსფერო სამიზნეა. თავად ჩილელ ნახევარმცველს სეზონის მეორე ნახევარში "ნერაძურიში" თამაში უნდა, რადგან "ბარსელონაში" თავს საკმარისად დაფასებულად არ გრძნობს.
სამაგიეროდ, კატალონიურ კლუბს ვიდალის შენარჩუნება მტკიცედ აქვს გადაწყვეტილი და მის გაშვებაზე თანახმა მხოლოდ იმ შემთხვევაში იქნება, თუ "ინტერი" 20 მილიონ ევროზე მეტს გადაიხდის.
მსგავსი სიახლეები
გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში
ინფორმაცია
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 15 ]