ბარსელონა-გრანადა - კიკე სეტიენის პირველი განაცხადი ცნობილია
"ბარსელონას" ახალმა მთავარმა მწვრთნელმა, კიკე სეტიენმა, სადებიუტო მატჩისთვის განაცხადი დაასახელა.
"გრანადასთან" დღეს გასამართ მატჩში მონაწილეობას ტრავმირებული დემბელე და სუარესი, ასევე დისკვალიფიცირებული ფრენკი დე იონგი ვერ მიიღებენ. მწვრთნელის გადაწყვეტილებით განაცხადს მიღმა მუსა ვაგე დარჩა.
სეტიენმა, ახაგაზრდული გუნდიდან, როგორც მოსალოდნელი იყო, ანსუ ფატის, კარლეს პერესსა და რიკი პუჩს უხმო.
გუნდს დაუბრუნდნენ მარკ-ანდრე ტერ შტეგენი და არტური. ესპანური პრესის ცნობით, გერმანელი მეკარე სრულად გამოჯანმრთელდა და დღეს მას სასტარტო შემადგენლობაში ვიხილავთ.
მსგავსი სიახლეები
გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში
ინფორმაცია
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 18 ]