ჟან-კლერ ტოდიბო: მესისთან ვარჯიშისას ბევრი რამ ვისწავლე
ჟან-კლერ ტოდიბო, გერმანულ გამოცემა Bild-თან ინტერვიუში, "ბარსელონურ" სავარჯიშო სესიებსა და ლიონელ მესისთან ერთად გატარებულ დროს იხსენებს. ფრანგის აზრით, არგენტინელთან ერთად ვარჯიშით ბევრი რამის სწავლა შეიძლება.
"მესისთან ვარჯშით ბევრი ვისწავლე. ხანდახან ბურთსაც კი ვართმევდი. თუმცა მესის ფრთხილად ვეპყრობით, რადგან მისი დაზიანება არავის სურს."
ტოდიბოს თქმით, სანამ კარიერის "შალკეში" გაგრძელებას გადაწყვეტდა, ამინ არიტსა და ივან რაკიტიჩს ესაუბრა.
"ამინს ტელეფონით ვესაუბრე. ის აღფრთოვანებული იყო "შალკეთი" და ამან ჩემზე გავლენა იქონია. ასევე, გერმანული კლუბის შესახებ რაკიტიჩსაც ვკითხე."
ფრანგმა კლუბთან და ახალ გარემოსთან ადაპტაციაზეც ისაუბრა. ტოდიბომ აღნიშნა, რომ თანამემამულე არიტს ფრანგულად, ომარ მასკარელს ესპანურად, ხოლო გუნდის დანარჩენ წევრებს ინგლისურად ესაუბრება.
"რამდენიმე წინადადება გერმანულადაც ვიცი, რადგან შორეული ნათესავები მყავს გერმანიიდან."
ტოდიბო ლოთარ მათეუსის სიტყვებსაც გამოეხმაურა. მათეუსმა აღნიშნა, ტოდიბოს მსგავსი ცენტრალური მცველი დიდი ხანია არ უნახავს.
"ეს არ მაწუხებს და არც ზეწოლას ახდენს ჩემზე. მსურს ჩემს პოზიციაზე მსოფლიოს ერთ-ერთი საუკეთესო ფეხბურთელი გავხდე." - ციტირებს ტოდიბოს სიტყვებს Sport.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.

კომენტარები [ 8 ]