"ჩავიესტას" გულახდილი საუბარი" El Pais"–თვის.(გაგრძელება)

"ჩავიესტას" გულახდილი საუბარი" El Pais"–თვის.(გაგრძელება)

ინიესტა–ბუსი ძალიან კარგად ხედავს თამაშს.მე გაკვირვებული ვარ,როგორ ამჩნევს ის ასე უცებ სხვის მოძრაობას.

ჩავი–დიახ,ეს ასეა.ბევრს არ შეუძლია თამაშის ისე წაკითხვა,როგორც მას.მაგრამ რაც შეგეხება შენ…შენ თამაშობ გუნდზე,კოლექტიურად,არ კარგავ ბურთს,თამაშს მატებ დინამიკას.მიიღებ მოკლე გადაცემას და უცებ მოწყდები ადგილიდან,ამოაგდებ მათ რიტმიდან,მიგვიყვან საჯარიმოში ან აკეთებ გადამწყვეტ პასს!

ინიესტა–რა თქმა უნდა,შენ ხომ პასებს არასდროს არ იძლევი (იცინის).

ჩავი–ნახე,რა თქვა (ხარხარებს).ფეხბურთი ჭადრაკივითაა:ან შეჭამ პაიკებს ან ვერ მიაღწევ ხელსაყრელ პოზიციას.ან მოატყუე სამი მოთამაშე,როგორც აკეთებს ლეო.მე ცოტათი შემოვტრიალდები ხოლმე,რომ გავაკონტროლო ბურთი,შენ კიდევ პირდაპირ აწოდებ პასს და ჩვენ უკვე საჯარიმოში ვართ.მართალია, ჩემი დამსახურება აქ ნაკლებია.თქვენ გიწევთ პირისპირ შეტაკება ფეხბურთელებთან.მე მხოლოდ თქვენით ვსარგებლობ,მაგრამ თქვენს გარეშე არ იქნებოდა პასი.თქვენ ყოველთვის პოულობთ გამოსავალს.

ინიესტა–ეს ნიშნავს იმას,რომ აკეთო შენი საქმე.ეს ნიშნავს პასუხისმგებლობას.

ჩავი–მე ვიცი,რომ არ შეიძლება ბურთის დაკარგვა,რადგანაც თუ ჩემს გუნდს არ აქვს ბურთი,მეც ვერ ვითამაშებ.როცა მე ბურთს ვკარგავ–ვიტანჯები.მე ბევრი ბურთი დამიკარგავს.დღემდე ვერ ვივიწყებ იმ ბურთს,რომელიც მივეცი ზიდანს ჩემპიონთა ლიგაში.საქმე გოლით დაგვირგვინდა,რაულმა გაიტანა ის მაღალ კუთხეში.ეს პასუხისმგებლობაა–აკეთო შენი საქმე კარგად.მე დამიშვია შეცდომები.მაგრამ არიან ისეთები,რომლებიც ყურადღებას არ აქცევენ ამას.მე კი ასეთი არ ვარ.მე თუ ვთამაშობ,ჩემთვის მთავარია ხალხმა თქვას,რომ კარგად ვითამაშე.არასდროს არ იღლები კარგი თამაშით იმიტომ,რომ მოგებული რჩები.

ინიესტა–მართალია.არის დღეები,როდესაც მიდიხარ და ხალხი გეუბნება:”რა კარგად ითამაშე!” მაგრამ მე მხოლოდ ერთ რამეზე ვფიქრობ,რომ დავკარგე ორი პასი…ეს პასუხისმგებლობაა იმისი,რომ არასდროს არ შეცდე.

ჩავი–შენ პერფექციონისტი ხარ.ყოველთვის გინდა სრულყოფას მიაღწიო და რაღაც გააუმჯობესო შენში.ეს ჩვენ ბავშვობიდან ვიცით.ყველაფერი 100%–ით უნდა გააკეთო.

ინიესტა–და ამიტომაც,იმ დროს,როცა მთელი მსოფლიო ფიქრობს,რომ ყველაფერი ბრწყინვალედ იყო გაკეთებული,შენ მიდიხარ სახლში და იმ ორ საზიზღარ პასზე ფიქრობ.და ეკითხები შენ თავს:”როგორ მოხდა ეს?”

El Pais–თქვენ ძალზე ცოტას საუბრობთ მოედანზე თუ ასე მხოლოდ ჩანს?

ჩავი–სინამდვილეში ჩვენ ვლაპარაკობთ…მაგრამ არც ისე ბევრს.ამ დღეებში შენ მითხარი:”გამაყოლე ბურთი და ჩვენ გადავასწრებთ მათ”.ჩვენ დიდი ხანია ერთად ვთამაშობთ და კარგად გვესმის ერთმანეთის.შენ ჩემი საუკეთესო მეგობარი ხარ მოედანზე.შენ და მესი.ჩვენ ვიცით,რომ ერთმანეთს უნდა მივცეთ პასი.ჩვენ თითქმის არ გვჭირდება ლაპარაკი.

ინიესტა–გასათვალისწინებელია თუ რომელ მატჩზე მიდის საუბარი.არის დღეები,როცა ჩვენ ინსტიქტურად ვაკეთებთ პასებს.

ჩავი–მაგალითად მადრიდთან თამაშის დროს.ხანდახან არ გვჭირდება ერთმანეთთან საუბარი,თვითონ ვიღებთ გადაწყვეტილებას.

ინიესტა–არა მხოლოდ მატჩებში.არის დღეები,როცა ვარჯიშიდან ვბრუნდები ბედნიერი და ვტკბები ფეხბურთის მაქსიმუმით.მე მინდა გამოვიდე მინდორზე ,ვირბინო,მივმართო პრესინგს,რომ ჩვენ გვქონდეს ბურთი.ამას იქამდე ვაკეთებ, სანამ ძალა შემწევს.ყოველთვის ასე არ იქნება.ამიტომაც, ასე გავაკეთებ იქამდე,სანამ არ გამომაგდებენ.

ჩავი–ჩვენ ბევრი ვიწვალეთ.გამარჯვება ყველაფერს ცვლის.წინათ გუნდში შეიძლება ეთამაშა მხოლოდ ერთ ტანმორჩილ მოთამაშეს.ახლა კი:ვილია, მესი, პედრო…”ბარსას” წინა ხუთეული 1.70 მეტრს არ აღემატება.მე ბედნიერი ვარ,რომ გამოჩნდა ხალხი,რომლებმაც მიიღეს გადაწყვეტილება ჩვენ ერთად დავეყენებინეთ.ჩვენ ერთად მოვაწყვეთ "პატარების” ნამდვილი რევოლუცია.

ინიესტა–ევრო ძალიან დაგვეხმარა.ჩვენ ვიბრძოლეთ იმისთვის,რომ ერთად გვეთამაშა.იმის შემდეგ აღარავის არაფერი უთქვამს ჩვენთვის.

ჩავი–საბედნიეროდ, ტალანტი უფრო მეტია ვიდრე ფიზიკა.თუ არა და ეს არ არის ფეხბურთი.ამას მაყურებლისთვის არ მოაქვს სიხარული.დიახ,შენ შეგიძლია გამარჯვება,მაგრამ "ბარსელონას” ხალხს უყვარს შოუ,გართობა.ერთობიან ისინიც და ჩვენც.ჩემთვის დიდი პატივია იმის ცოდნა,რომ ჩვენ სამნი ("ოქროს ბურთის” ნომინანტები) წარმოვადგენთ ერთ გუნდს ისევე,როგორც იყო "მილანთან”.ეს ყველაზე მთავარია.როდესაც ვუყურებ სიას ვფიქრობ:”როგორ მოვხვდი აქ?”მაგრამ ვფიქრობ–"ბარსა” ამას იმსახურებს.

ინიესტა–პრემია,რომელიც მათ მოგვცეს,მოგვცეს ყველას.მათ მისცეს ის "ბარსას”.შეხედეთ წლის გუნდს (ფიფას ვერსიით),ნახევარზე მეტი ამ გუნდში "ბარსადანაა”.და ისინიც კი,ვინც სხვა გუნდებიდან არიან,უკეთესად იქნებოდნენ "ბარსაში”.მარტო ის,რომ ამ ფოტოზე ვარ–საკმარისია ჩემთვის.

ჩავი–ასეთი რამ ჩემთვის 10 წლის წინ ვინმეს რომ ეთქვა,ვერ დავიჯერებდი.რაც ჩვენს თავს ხდება–საოცრებაა.გამიმართლა,რომ საუკეთესოებთან ვთამაშობ.ასე რომ შემიძლია ვთქვა,რომ მე ვიყავი ციურიხში იმ დღეს,როცა "ბარსას” გადასცეს ოქროს ბურთი.

  • ტეგები
    გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 0 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.