72 საათი სატრანსფერო ფანჯრის დახურვამდე - "ბარსელონას" ცენტრფორვარდი არ ჰყავს
სატრანსფერო ფანჯრა 72 საათში დაიხურება, მაგრამ "ბარსელონაში" ცენტრფორვარდი ჯერ კიდევ არ არის.
ლუის სუარესის ტრავმის შემდეგ, კლუბმა თავდამსხელების ძებნა დაიწყო, მაგრამ როგორც ჩანს, კატალონიური გრანდის ხელმძღვანელები თავიანთ მოვალეობებს თავს ვერ ართმევენ.
პრესაში აქტიურად იწერებოდა როდრიგო მორენოს იჯარის შესახებ, თუმცა როგორც გუშინ გაირკვა, კლუბი მის დამატებას ვერ ახერხებს. Sport ამ ტრანსფერს მაინც არ გამორიცხავს, მაგრამ კატალონიური გამოცემის ცნობით, ეს ნაკლებად სავარაუდოა.
"ბარსელონას" არ სურს კიდევ ერთი "ბოატენგის" დამატება, მაგრამ არც საკმარისი ფინანსები აქვს იმისთვის, რომ მაღალი კლასის ფორვარდი შეიძინოს.
Sport გვთავაზობს იმ ფეხბურთელების ჩამონათვალს, რომელთა დამატებაც "ბლაუგრანას" არ გაუჭირდება: კშიშტოფ პიონტეკი, კარლოს ველა, ლორენ მორონი, დრის მერტენსი, პედრო როდრიგესი, ოლივიე ჟირუ.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 12 ]