ბილბაო-ბარსელონას მსაჯი ცნობილია

ბილბაო-ბარსელონას მსაჯი ცნობილია

6 თებერვალს, ბასკეთში, ესპანეთს თასის 1/4-ფინალში, "ბარსელონა" "ბილბაოს" ერთმატჩიან დუელში დაუპირისპირდება.

ტურნირის ისტორიაში საუკეთესო გუნდების მატჩში არბიტრად ფეხბურთის ფედერაციამ 37 წლის ხუან მარტინეს მუნუერა დანიშნა.

ამ არბიტრს "ბარსელონას" მატჩში 20-ჯერ უმსაჯია. კატალონიელებმა 15-ჯერ მოიგეს (75%), 3-ჯერ ფრედ ითამაშეს (15%) და 2-ჯერ წააგეს (10%), გაიტანეს 55 და გაუშვეს 16 გოლი, მიიღეს 38 ყვითელი ბარათი.

"ბილბაოს", მარტინეს მუნუერას ნამსაჯ 19 შეხვედრაში 10 მოგება (53%), 2 ფრე (11%) და 7 მარცხი (36%) დაუგროვდა. ბასკებმა გაიტანეს 26 და გაუშვეს 20 გოლი, მიიღეს ასევე 38 ყვითელი ბარათი. არც "ბარსას" და არც "ბილბაოს" ფეხბურთელი მუნუერას მოედნიდან გაძევებული არ ჰყავს.

უშუალოდ ამ გუნდების დაპირისპირებაში მარტინეს მუნუერამ 3-ჯერ იმსაჯა. 2013 წლის დეკემბერში, ლა ლიგის მე-15 ტურში, ბილბაოში, მასპინძლებმა 1-0 მოიგეს. იმავე სეზონის განმეორებით მატჩში, "კამპ ნოუზე", "ბარსამ" 2-1 იმარჯვა. 2017 წლის ოქტომბერში, ისევ ლა ლიგაში, "ბლაუგრანამ" უკვე "სან მამესზე" მოიგო, ამჯერად 2-0.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 4 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
    Bobi
    სტუმარი [?]
    #4 1 თებერვალი 2020 18:51
    0
    მაგარი გინება მოუწევს ამას თამაშის სცენარიდან გამომდინარე, ისინი მაგარს იჩეხავავებენ და ბევრი საბარათე ეპიზოდის გატარება მოუწევს
    messi
    სტუმარი [?]
    #3 1 თებერვალი 2020 15:32
    0
    აუ დედა აღარ გეყოლება გინებისგან🤣🤣
    საიტის ლეგენდა  [?]
    #2 1 თებერვალი 2020 15:15
    1
    იმედია წესიერად იმსაჯებს
    --------------------
    91/92 05/06 08/09 10/11 14/15 to be continued
    Messi_G.O.A.T.❤❤❤❤
    სტუმარი [?]
    #1 1 თებერვალი 2020 12:44
    4
    იმედია არ გააფუჭებს მატჩს.