"ვალენსია"-"ბარსელონას" მატჩში იგნასიო იგლესიას ვილიანუევა იმსაჯებს
ესპანეთის ფეხბურთის ფედერაციამ პრიმერა დივიზიონის მე-13 ტურის ცენტრალურ მატჩში, რომელშიც მეორეადგილოსანი "ვალენსია" ლიდერ "ბარსელონას" უმასპინძლებს, არბიტრად გამოცდილი იგნასიო იგლესიას ვილიანუევა დანიშნა.
42 წლის არბიტრს "ბარსელონას" შეხვედრაში 15-ჯერ უმსაჯია. კატალონიელებმა 12-ჯერ მოიგეს, 2-ჯერ ფრედ ითამაშეს და ერთხელ წააგეს, 49 გოლი გაიტანეს და 14 გაუშვეს. ამ 15 შეხვედრაში ვილიანუევამ "ბარსას" ფეხბურთელებს 20 ყვითელი ბარათი უჩვენა.
ვილიანუევას მსაჯობით ჩატარებული 13 მატჩიდან "ვალენსიამ" 6 მოიგო, 2 ფრედ დაასრულა და 5 წააგო, გაიტანა 15 და გაუშვა 20 გოლი. არბიტრმა "ვალენსიას" ფეხბურთელებს 46 ყვითელი და 2 წითელი ბარათი უჩვენა.
"ბარსელონასა" და "ვალენსიას" დაპირისპირებაში ვილიანუევამ მონაწილეობა ერთხელ მიიღო. 2016 წლის 3 თებერვალს, კატალონიელებმა "ღამურები" 7:0 გაანადგურეს.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 3 ]