მასკერანო:"ბარსელონა" მიზნების შესრულებას განაგრძობს"
კატალონიის "ბარსელონასა" და არგენტინის ეროვნული ნაკრების ნახევარმცველმა, ხავიერ მასკერანომ მატჩის შემდეგ ჟურნალისტებთან კომენტარი გააკეთა. იგი მოედანზე შეხვედრის პირველივე წუთებიდან იმყოფებოდა და ძალიან გახარებულია მორიგი გამარჯვებით , მან აღნიშნა, რომ "ბარსელონამ" ამ მოგებით დიდი ნაბიჯი გადადგა ფინალისაკენ.
შეგახსენებთ, რომ "ბლაუგრანამ" გუშინ ესპანეთის თასის პირველი ნახევარფინალური შეხვედრა გამართა. მან "კამპ ნოუზე" ალმერიას უმასპინძლა და გამანადგურებელი ანგარიშით 5:0 დაამარცხა.
"ჩვენი გუნდი საკმაოდ კარგ ფორმაში გახლავთ და მზად არის ყოველ მატჩში შეასრულოს ნებისმიერი დავალება. ამის გარდა, შაბათს, ეროვნულ ჩემპიონატში ჩვენ ველოდებით ძალიან რთულ შეხვედრას, რის შემდეგადაც ისევ "ალმერიასათვის" უნდა მოვემზადოთ."-განაცხადა არგენტინელმა მოთამაშემ "AS"-თან ინტერვიუში
გარდა ამისა ნახევარმცველმა შეაქო "ბარსელონას" ფეხბურთელების მონდომებაც, რადგან ისინი თითოეულ შეხვედრაში 4-5 გოლის გატანას ახერხებენ.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 0 ]