ივან სამორანო: "ინტერი" ვიდალისთვის ივნისში იბრძოლებს
"ინტერის" ყოფილმა ფეხბურთელმა, ივან სამორანომ Radio Cooperativa-სთან საუბრისას განაცხადა, რომ იტალიურ კლუბს არტურო ვიდალის შეძენა სურს.
"ყველამ ვიცით, რას ნიშნავს არტურო ვიდალი ანტონიო კონტესთვის. დარწმუნებული ვარ, რომ "ინტერი", ივნისში, ჩილელის შესაძენად ყველაფერს იღონებს. "ინტერის" ქომაგები ბედნიერები იქნებიან, როცა ვიდალს თავიანთ გუნდში იხილავენ." - ციტირებს ივან სამორანოს სიტყვებს Sport.
რამდენიმე დღის წინ, ივან სამორანომ განაცხადა, რომ ვიდალის "ინტერში" ტრანსფერის შესახებ ექსკლუზიური ინფორმაცია ჰქონდა.
"ვისურვებდი ალექსის სანჩესი "ინტერში" დარჩენილიყო, რადგან მას მალე თანამემამულე ეყოლება. ამ საკითხთან დაკავშირებით ოპტიმისტურად განწყობილი ვარ."
იტალიური კლუბის გენერალურმა მენეჯერმა, ჯუზეპე მაროტამ აღნიშნა, რომ არტურო ვიდალი მათი სამიზნე: "არტურო ჩვენი ერთ-ერთი სამიზნეა. ჩვენ ბევრს ვმუშაობთ გუნდის გასაძლიერებლად. გვჭირდება დიდი ტრანსფერები, რომლებიც, რა თქმა უნდა, რთული განსახორციელებელია." - ციტირებს მაროტას სიტყვებს Sport.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 5 ]