"ბარსელონას" რეზერვის სკოლა

"ბარსელონას" რეზერვის სკოლა

"ბარსელონადან” 8 მოთამაშე წავიდა ნაკრებში,რომელმაც სამხრეთ აფრიკაში ესპანეთს პირველად მოუტანა მსოფლიო ტიტული.ამ 8–დან 6 პატარაობიდან გაიზარდა "ბარსელონას” საკუთარ სპორტულ აკადემიაში.ყველაზე პროდუქტიულ საფეხბურთო აკადემიაში,რაც კი არსებობს ამ ქვეყნად.გთავაზობთ ინტერვიუს აკადემიის ერთ–ერთ დირექტორთან,კარლოს ფორგერასთან,რომელიც აკადემიაში განაგებს ყველაზე ნიჭიერ მოზარდთა აღმზრდელობით სფეროს.ინტერვიუმდე ჟურნალისტი საუბრობს ლა მასიაზე.

თუ ყმაწვილს უყვარს შრომა
ახლა კლუბის ძირითად შემადგენლობაში თამაშობს აკადემიის 7 აღზრდილი:პუიოლი,მესი,ჯოვანი,ვალდესი,ინიესტა,ბოიანი და ჩავი.ეს ადამიანები პატარაობიდანვე ხედავდნენ თავიანთი ცხოვრების მიზანს,მიდიოდნენ მისკენ და ბევრ რამეს შეგნებულად სწირავდნენ მას.საბოლოოდ,მათ მიაღწიეს მიზანს და ახლა იმკიან თავიანთი შრომის დამსახურებულ ნაყოფს.არ არის ეს ბედნიერება?

"რეზიდენცია”.იგივე ლა მასია.კატალონიურად ეს სიტყვა ნიშნავს "სახლს ქალაქგარეთ”.XVIII სკ–ში ის მართლაც ქალაქგარეთ იყო.ბარსელონა მაშინ არც ისე დიდი იყო,როგორც ახლა.კლუბ "ბარსას” დაარსებამდე იყო 200 წელი.და ისეთ თამაშის შესახებ,როგორიცაა ფეხბურთი,სიტყვაც არავის გაეგო.კანტერას საერთო საცხოვრებელი ლა მასია გახდა 1980 წელს.

"რეზიდენცია”–სამსართულიანი ქვის შენობა, აშენდა 1702 წელს.შემოღობილია რკინის ღობით,მდებარეობს "კამპ ნოუს” ტერიტორიაზე,სტადიონიდან ერთი წუთის სავალზე.აქ სამ არც თუ ისე დიდ ოთახში,სქელ კედლებში გამოჭრილი ფანჯრებით,არის 12 ორსართულიანი საწოლი.

სკულპტურული კომპოზიცია "ბარსელონას ბაბუა” დგას რეზიდენციის წინ ყვავილნარში და ის წარმოადგენს "ბარსელონას” არაოფიციალურ სიმბოლოს.

აქ ცხოვრობენ–24 ფეხბურთელი 10–დან 17 წლამდე.კიდევ ამავე ასაკობრივი კატეგორიის 36 მოთამაშე,რომლებიც ცხოვრობენ უშუალოდ "კამპ ნოუზე” მსგავს საცხოვრებელ პირობებში.ახლა გარეთ შუადღეა და ყველა ფეხბურთელი სკოლაშია.ეტყობა ადგომისას ძალიან ჩქარობდნენ,რადგანაც საწოლები მიულაგებელია,ირგვლივ ყრია პირსახოცები,ოთახის ჩუსტები,ფეხსაცმლისა და ტანსაცმლის ჯაგრისები.მეზობელ სასწავლო კლასში შეიმჩნევა წინადღის მათემატიკის გაკვეთილის ნაკვალევი:უზარმაზარ მაგიდის კუთხეში აგდია დაჩხაპნილი უჯრებიანი ფურცელი.

სამზარეულოში უკვე მზადდება სადილი.ჯმუხი მზარეული,პატარა ნაჯახით ხელში "ებრძვის” საყინულედან ახლახანს გამოღებულ ხბოს ფეხს.შესასვლელში პლასტმასის ყუთებით აწყვია ფორთოხალი,მწვანე ბარდა,ფრანგული ბატონები.კუთხეში ნივრით სავსე ვედრო დგას.კედელზე მიკრულია კვირის მენიუ:მაკარონი–ისპანახი,მაკარონი–წიწილა,მაკარონი–ხორცი,მაკარონი–თევზი.მეცნიერულად ამას ქვია "საგულდაგულოდ დაბალანსებული კვება”.

"რეზიდენციაში” იძინებენ 23:00 სთ–ზე.ამ დროს იკეტება ძველი სახლის ერთადერთი შესასვლელი კარები და ქრება შუქი.ადგომა ხდება 6:45 სთ–ზე.საუზმე–ბუტერბროდი და რძიანი ყავა,და მაშინვე სირბილით ავტობუსისკენ.რვიდან ორის ნახევრამდე–მეცადინეობა ზოგადსაგანმანათლებლო სკოლაში (მათემატიკა,ისტორია,ბუნებისმცოდნეობა,ესპანური ენა და ლიტერატურა).შემდეგ იმავე ავტობუსით–უკან "რეზიდენციაში”.სადილი.ნახევარსაათიანი შესვენება.ისევ ავტობუსი.გასვლა ბაზაზე,რომელიც მდებარეობს "ბარსელონადან” 10 კილომეტრში,იქ სადაც ვარჯიშობს პირველი გუნდი.საათნახევრიანი ვარჯიში.ავტობუსი.”რეზიდენცია”.გაკვეთილების მომზადება.თავისუფალი დრო.ვახშამი.ძილი.და ასე ყოველდღიურად მრავალი წლის მანძილზე.

P.S.სამწუხაროდ თუ საბედნიეროდ პოსტი ძალიან დიდია.მას ნაწილ–ნაწილ შემოგთავაზებთ.ინტერვიუს კარლეს ფოლგერთან იხილავთ პოსტის დასკვნით ნაწილში.

  • ტეგები
    გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 0 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.