კიკე სეტიენი: "ხეტაფე" 29-ჯერ დაჯარიმდა, თუმცა ჩვენ მეტი ყვითელი მივიღეთ
"ბარსელონამ" "ხეტაფე" დაამარცხა და სამი ქულა მოიპოვა. მატჩი საკმაოდ დაძაბული გამოდგა. შეხვედრის შემდეგ კიკე სეტიენმა ჟურნალისტებთან კომენტარი გააკეთა.
"მატჩებს მოედანზე თამაშობენ. ხეტაფე 29-ჯერ დაჯარიმდა, თუმცა ჩვენ მეტი ყვითელი ბარათი მივიღეთ."
"ყველა ნერვიულობს, როცა სიღრმიდან თამაშობ, თუმცა ეს თამაშის ფუნდამენტური ნაწილია. ჩვენთვის ძალიან რთული იყო ამ სტილით თამაში, რადგან მოწინააღმდეგე აქტიურ პრესინგს მიმართავდა. გულშემატკივრებს პატივი უნდა ვცეთ, რასაც ისინი ფიქრობენ. სათქმელი მეტი არაფერია."
"ჩვენ ტოპ კლასის მოთამაშეები გვყავს. ისინი თამაშს ცვლიან. ეს ის არის, რაც გვინდა: მათი თამაშში ჩართვა და სასურველი შედეგის მიღწევა." -ციტირებს სეტიენის სიტყვებს Marca.
ტეგები
მსგავსი სიახლეები
გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში
ინფორმაცია
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 10 ]