ბეპე მაროტა: ლაუტარო მარტინესი მხოლოდ ამ შემთხვევაში დაგვტოვებს...
მილანის "ინტერის" აღმასრულებელმა დირექტორმა, ბეპე მაროტამ, ლაუტარო მარტინესის "ბარსელონაში" შესაძლო გადასვლასთან დაკავშირებით გავრცელებულ ხმებზე კომენტარი გააკეთა.
"ჭორები ლაუტაროსთან დაკავშირებით? ის ძალიან ახალგაზრდაა და ჯერ კიდევ პროგრესირებს. ის მხოლოდ "ინტერის" დიდებული ფერების ტარებითაა დაინტერესებული. ამ კლუბს არაფერი სჭირს საიმისო, რომ სხვების შურდეს. ფეხბურთელი დაგვტოვებს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ეს მისი სურვილი იქნება." - ციტირებს მაროტას სიტყვებს Sky Sports Italia.
გავრცელებული ინფორმაციით, ივლისში, ლაუტარო მარტინესის გამოსასყიდი თანხა 111 მილიონი ევრო იქნება და "ბარსელონა" შეეცდება ამით ისარგებლოს. თუმცა, კატალონიელებს კონკურენციას მადრიდის "რეალი" გაუწევს.
ტეგები
მსგავსი სიახლეები
გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში
ინფორმაცია
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 11 ]