”ბარსელონა” - ”ალმერია”. საინტერესო ფაქტები
- 5 გოლი ”ბარსელონასგან” ამ სეზონში ”პანათინაიკოსმა” (5-1), ”სევილიამ” (5-0), ”სეუტამ” (5-1), ”რეალ მადრიდმა” (5-0), ”რეალ სოსიედადმა” (5-0), ”ესპანიოლმა” (5-1), ”რეალ ბეტისმა” (5-0) და ”ალმერიამ” (5-0) გაუშვეს. ამას გარდა პრიმერაში ”ალმერია” შინ ”ბარსელონასთან” 8-0 განადგურდა.
- 35 ოფიციალურ მატჩში გვარდიოლას შეგირდება 102 გოლი გატანა მოახერხეს. 64 პრიმერაში, 16 ესპანეთის თასზე, 14 ჩემპიონთა ლიგაში და 5 ესპანეთის სუპერთასზე.
- საუკეთესო ბომბარდირები მესი, პედრო და ვილია არიან. ამ სემეულის ანგარიშზე 70 გოლია.
- ამ ეტაპზე ლეო მესი ესპანეთის სამეფო თასის საუკეთესო მეგოლეა. მის ანგარიშზე 7 გოლია, ერთი გოლით ნაკლები აქვთ გატანილი რონალდოს და ულოას.
- ვილიამ ესპანეთის სამეფო თასზე პირველი გოლი გაიტანა. პრიმერაში მას 14 გოლი აქვს გატანილი, ხოლო ჩემპიონთა ლიგაზე 2.
- პედრომ ”ბარსელონას” შემადგენლობაში მე-100 შეხვედრა გამართა და გაიტანა 41-ე გოლი.
- ”ალმერიას” ”ნოუ კამპზე” გოლი არასოდეს გაუტანია.
- ”ბლაუგრანას” ბურთის ფლობა 65% გაუტოლდა.
- მასკერანომ ყველაზე მეტი გადაცემა გააკეთა. 107 გადაცემიდან 100 ზუსტი აღმოჩნდა.
- აბიდალმა, რომელმაც თამაში ცენტრალური მცველის პოზიციაზე დაიწყო და დაასრულა მარცხენა მცველათ განახორციელა 15 ჩაჭრა.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 0 ]