”ბარსელონა” - ”ალმერია”, საინტერესო ფაქტები

”ბარსელონა” - ”ალმერია”, საინტერესო ფაქტები


 - ”ბარსა” 29 თამაშია პრიმერაში დაუმარცხებელია. მათ 11 სექტემბრის შემდეგ არ წაუგიათ და 3 თამაში აშორებთ ”რეალ სოსიედადის” 1979/80 წლების რეკორდთან.

 - ”ალმერიასთან” 2 გოლის გატანის შემდეგ ლეო მესიმ ამ სეზონში გოლების რაოდენობა 47-ამდე გაზარდა, რაც მისი საუკეთესო შედეგია. (გასულ სეზონში მან 47 გოლი გაიტანა)

 - მესიმ გაიტანა მე-3 პენალი, ზუსტად ამდენივე პენალი აქვს პრიმერა დივიზიონში ”ბარსელონას” შესრულებული. პენლები დაინიშნა ”ოსასუნასთან” (0:3) გასვლით მატჩში და შინ ”რასინგთან” (3:0) შეხვედრაში.

 - ხავიერ მასკერანომ მიმდინარე პრიმერა დივიზიონის გათამაშებაში მე-5 ყვითელი ბარათი მიიღო და გამოტოვებს შემდეგი ტურის გასვლით მატჩს მადრიდის ”რეალთან”.

 - ტიაგო ალკანტარამ მიმდინარე სეზონში მეორე გოლი გაიტანა ”ბარსას” შემადგენლობაში. პირველი გოლიც მან სამეფო თასზე ”ალმერიას” გაუტანა.

 - ”ბარსასა” და ”ალმერიას” შორის მიმდინარე სეზონში გამართულ 4 მატჩში ბურთების შეფარდება არის 19:1.

 - ”ბარსას” ბურთის ფლობა 73% იყო. ”ბლაუგრანამ” 678 გადაცემა გააკეთა, ”ალმერიამ” 200. ჩავი საუკეთესო მეპასე იყო. 115 გადაცემიდან 104 ზუსტი აღმოჩნდა.

 - ალვეშმა ბურთი 14-ჯერ დაიბრუნა.

 - ”ბარსამ” 18 დარტყმა შეასრულა, ”ალმერიამ” 3.

  • ტეგები
    გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 0 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.