არსენ ვენგერმა "ბარსელონას" პრობლემებზე ისაუბრა
ლეგენდარული ფრანგი სპეციალისტი არსენ ვენგერი "ბარსელონას" თამაშში არსებულ პრობლემებზე საუბრობს და ყურადღებას ნახევარდაცვაზე ამახვილებს.
"ბარსელონელები" ბურთს სწრაფად ვეღარ ათამაშებენ. ისინი დაცვაში, ადრინდელთან შედარებით, ცოტა უფრო მეტ დროს ატარებენ. მათ უფრო მგრძნობიარე ნახევარდაცვა ჰყავთ და საგოლე მომენტების შექმნა უჭირთ.
გარდა ამისა, "ბარსელონას" გამტანი ნახევარცველი არ ჰყავს, დე იონგი და ბუსკეტსი კი სიღრმეში თამაშობენ. მათ მოედნის ცენტრში არავინ ჰყავთ, ვინც მეტოქის საჯარიმოში იმოძრავებდა.
ერთადერთი ნახევარმცველი, რომელიც მოწინააღმდეგის საჯარიმოში მოძრაობს, არტურო ვიდალია, თუმცა მას ზოგჯერ ტექნიკა აკლია." - განაცხადა ვენგერმა beIN SPORTS-თან საუბრისას.
ტეგები
მსგავსი სიახლეები
გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში
ინფორმაცია
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 11 ]