400 გოლი გვარდიოლას ერაში!

400 გოლი გვარდიოლას ერაში!

როგორც იცით გუშინ გაიმართა ესპანეთის პრიმერა დივიზიონის 21-ე ტურის მატჩი, რომელშიც ალიკანტეს "ერკულესმა" კატალონიის"ბარსელონას" უმასპინძლა და ანგარიშით 0:3 დამარცხდა. ეს შეხვედრა მხოლოდ გამარჯვების გამო არ იყო სასიხარულო, არამედ ამ შეხვედრაში "ბლაუგრანამ" მოახერხა და თავისი მე-400 გოლი გაიტანა გვარდიოლას მწვრთნელობის პერიოდში.
საიუბილიეო, მე-400 გოლი მატჩის 87-ე წუთზე "ბარსას" ვარსკვლავმა ლიონელ მესიმ გაიტანა, ხოლო 89-ე აღებული კარი 401-ე. ამის გარდა აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ გატანილი 401 გოლიდან, არც მეტი არც ნაკლები 122 არგენტინელი ფეხბურთელის ანგარიშზეა. შეგახსენებთ იმასაც, რომ ხოსეპ გვარდიოლა "ბარსელონას" სათავეში 2008 წელს ჩაუდგა.
ამ ყველაფრის გარდა, კატალონიურმა კლუბმა, მადრიდის "რეალის" რეკორდიც გააუმჯობესა. "ბარსელონა" ასევე გაუთანაბრდა მადრიდის "რეალს", "ბარსელონამ" ბოლო 6 გასვლით თამაშში გაიტანა 3 გოლი ან მასზე მეტი. ასეთ შედეგს მადრიდის "რეალმა" 1986 წელს მიაღწია.

  • ტეგები
    გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 0 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.