”მალიორკა” - ”ბარსელონა”. მატჩის სტატისტიკა
- ”მალიორკას” კარში 2 გატანილი გოლი ნიშნავს იმას, რომ ”ბარსამ” გაიტანა 600 გოლი მას შემდეგ, რაც 2008 წელს გუნდს სათავეში პეპ გვარდიოლა ჩაუდგა. ეს საშუალოდ შეხვედრაში 2.57 გოლს ნიშნვას, სეზონში კი 150 გოლს.
- მესიმ ამ გოლების თითქმის მესამედი გაიტანა: 197 გოლი 600-დან მის ანგარიშზეა.
- მესიმ პრიმერაში წელს 35 გოლი გაიტანა და გაუსწრო რონალდოს 1996/97 წელს და მის მიერ 2009/10 წელს დაფიქსირებულ შედეგს.
- გუშინდელი გამარჯვების შემდეგ ”ბარსელონას” პრიმერას გასვლით მატჩებში 8 მოგება დაუგროვდა.
- პირველად მიმდინარე სეზონში ”ბარსელონამ” ზედიზედ 4 გასვლითი მატჩი მოიგო: ”სევილია”, ”რასინგი”, ”ატლეტიკო” და ”მალიორკა”.
- ხავიერ მასკერანომ დაცვაში შესანიშნავი სამუშაო ჩაატარა და ბურთი 12-ჯერ დაიბრუნა, რაც საუკეთესო მაჩვენებელია.
- ბოლო 8 შეხვედრაში ”ბარსას” 4 ფეხბურთელი გაუძევეს. პირდაპირ წითელი ბარათი მხოლოდ ხერარდ პიკემ მიიღო ”სპორტინგთან” შეხვედრაში. ”მალიორკასთან” მატჩში ტიაგო 2 ყვითელი ბარათის გამო გააგდეს.
- გუშინ ლეო მესი გაუთანაბრდა ”ბარსას” ყოფილ ფეხბურთელს და ”პსვ”-ს ამჟამინდელ დამრიგებელს, ფილიპ კოკუს. მათ 205 მატჩი აქვთ ”ბარსაში” ჩატარებული პრიმერას მატჩებში. სხვა არცერთ უცხოელ ფეხბურთელს ამაზე მეტი შეხვედრა ”ბარსაში” არ ჩაუტარებია. ბილაბოს ”ატლეტიკთან” შეხვედრაში ლეო ახალ რეკორდს დაამყარებს.
- ლეო მესიმ ბოლო 8 შეხვედრაში ზედიზედ გაიტანა გოლები. ბოლო 5 მატჩში მის ანგარიშზე 12 გოლია. ამგავრად მას დიდი შანსი აქვს, რომ პიჩიჩის ტიტული მოიპოვოს.
- მარტინ მონტოია დაუბრუნდა იმ სტადიონს, სადაც მისი დებიუტი შედგა ”ბარსაში” 2011 წლის 26 თებერვალს.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 0 ]