ლეო მესი მორიგი რეკორდის ზღვარზე...

ლეო მესი მორიგი რეკორდის ზღვარზე...

"ბარსელონას" ვარსკვლავმა, ლიონელ მესიმ, შესაძლოა, "რეალთან" დღეს გასამართ მატჩში კიდევ ერთი რეკორდი დაამყაროს. თუ კატალონიური გუნდის კაპიტანი ამ შეხვედრაში მონაწილეობას მიიღებს, ის სარეკორდო 43-ე "ელ კლასიკოში" ითამაშებს.

მიუხედავად "ბარსელონას" მთავარი მწვრთნელის, კიკე სეტიენის შესაძლო ექსპერიმენტებისა, რთული წარმოსადგენია, რომ "რეალთან" ასეთ მნიშვნელოვან დაპირისპირებაში ლიონელ მესი ვერ ვიხილით. აქედან გამომდინარე, დიდი ალბათობით, 32 წლის შემტევი დღეს რეკორდების გრძელ სიას კიდევ ერთ მიღწევას შემატებს.

მესი მადრიდული კლუბის წინააღმდეგ 43-ე მატჩის ჩატარებით "ბარსას" კიდევ ერთ ლეგენდას, ჩავი ერნანდეს გადაასწრებს, რომელსაც მსოფლიოს ყველაზე სანახაობრივ დაპირისპირებაში 42-ჯერ უთამაშია.

შეხსენება არ გჭირდებათ, რომ "კლასიკოს" საუკეთესო ბომბარდირიც ლეო მესია, რომლის ანგარიშზე 26 გოლია.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 7 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
    Culé [?]
    #7 1 მარტი 2020 16:45
    11
    მესის დუბლი არ გვაწყენდა 🥰🥰 რეალს სახე უნდა გააძროს დღეს 😂❤️
    საიტის ლეგენდა  [?]
    #6 1 მარტი 2020 14:03
    9
    43-28 გაასწორებდა. 👍
    Messi_G.O.A.T.❤❤❤❤
    სტუმარი [?]
    #5 1 მარტი 2020 12:41
    17
    მინიმუმ უნდა მიდუბლო სამეფო მონები.
    Culé [?]
    #4 1 მარტი 2020 12:31
    13
    მესის დრიბლინიდან გოლს ველოდები..
    Culé [?]
    #3 1 მარტი 2020 12:01
    17
    დიდი ხანია ლომო არ გაგიწვალებია რეალი შენებურად და დღეს ველოდები იცოდე გემრიელ ვარჯიშს ბერნაბეუზე
    Cule Is Always Elegant
    სტუმარი [?]
    #2 1 მარტი 2020 11:56
    19
    ციტატა: M10 S9 D11
    სარეკორდო მატჩებში როგორ უყვარს მეფეს სპექტაკლების დადგმა კი ვიცით ასე რომ დღესაც ველოდები მორიგ შოუს

    დღევანდელი ბარსა ორმაგადაა მესიზე დამოკიდებული, ამდენი დანაკლისის ფონზე. ამიტომ მესის ამოკეტვას ალბათ ორმაგად შეეცდებიან.
    საიტის ლეგენდა  [?]
    #1 1 მარტი 2020 11:53
    12
    სარეკორდო მატჩებში როგორ უყვარს მეფეს სპექტაკლების დადგმა კი ვიცით ასე რომ დღესაც ველოდები მორიგ შოუს
    --------------------
    91/92 05/06 08/09 10/11 14/15 to be continued