უმტიტი ადგილის დასამკვიდრებლად იბრძვის

უმტიტი ადგილის დასამკვიდრებლად იბრძვის

კიკე სეტიენმა სამუელ უმტიტის ნდობა გამოუცხადა და ბოლო მატჩებში ფრანგი ძირითად შემადგენლობაში დააყენა. თუმცა უმტიტიმ მწვრთნელის იმედები მთლიანად ვერ გაამართლა. თუკი ვალვერდეს საყვარელი მცველი კლემან ლანგლე იყო, კიკე სეტიენი მეტ შანსს სამუელ უმტიტის აძლევს.

სამუელ უმტიტი ძირითადში ადგილის დასამკვიდრებლად ჯერ კიდევ ესპანეთის სუპერ თასის ნახევარფინალიდან იბრძვის. Marca-ს აზრით, "ატლეტიკოსთან" თამაშში პირველი გოლი სწორედ უმტიტის შეცდომის ხარჯზე გავიდა. მან ანხელ კორეას შეჩერება ვერ შეძლო.

"საინტიაგო ბერნაბეუზე" მარიანო დიასის წინააღმდეგ სამეულ უმტიტიმ კონცენტრაცია დაკარგა და ესპანელის შეჩერება ვერ მოახერხა. საბოლოოდ, ამ მომენტს "ბარსელონას" კარში გოლი მოჰყვა.

"ეჭვი არ მეპარება, რომ უმტიტი უმაღლეს დონეს დაუბრუნდება. ის ამას უკვე აკეთებს." - ციტირებს სეტიენის სიტყვებს Marca.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 5 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
    Culé [?]
    #5 7 მარტი 2020 18:08
    2
    ამ ეტაპზე ლენგლე უფრო სანდოა და ლენგლე უდნდა იყოს სასტარტოში.
    FloweN
    სტუმარი [?]
    #4 7 მარტი 2020 17:53
    2
    უმტიტისთან არაფერ შუაშია მარა ლენგლეს ძაან ბევრი ერჩის აქ, არადა უამრავჯერ გადაგვარჩინა აშკარა გოლს, თუნდაც წინა კლასიკოებზე, მოკლედ ბევრ კარგს აკეთებს გუნდისთვის, გვერდით ვან დაიკის მსგავსი რო ყავდეს მერე კი შეატყობდნენ რაც იქნებოდა
    Culé [?]
    #3 7 მარტი 2020 15:23
    4
    აუცილებლად უნდა დაიბრუნოს ის ფორმა რასაც შეჩვეულები ვართ მისგან წარმატებები.
    Bobi
    სტუმარი [?]
    #2 7 მარტი 2020 14:09
    9
    ამან რაც ოპერაციაზე თქვა უარი იმის მერე ყოველი წუთი რისკია, კაცმა არ იცის შევა ფორმაში თუ ვერა თორე ამის კარგი თამაში ძაან კარგად ვიცი რაცაა, მარა დღესდღეობით ძირითადის კაცად მაინც ლენგლეს მივიჩნევ
    საიტის ლეგენდა  [?]
    #1 7 მარტი 2020 13:57
    4
    უნდა მოუმატოს ძველი ფორმა უნდა დაიბრუნოს
    --------------------
    91/92 05/06 08/09 10/11 14/15 to be continued