"ბარსელონას" რეზერვის სკოლა.(გაგრძელება)

"ბარსელონას" რეზერვის სკოლა.(გაგრძელება)

60 მოთამაშე,რომლებიც ჩამოყვანილი არიან "ბარსელონაში” მთელი ესპანეთიდან და მსოფლიოს სხვადასხვა კუთხეებიდან,რომლებიც ცხოვრობენ აქ ყაზარმულ მდგომარეობაში–ეს არის აკადემიის ელიტა (სულ "ბარსას” ბავშვთა და მოზარდთა გუნდებში ვარჯიშობს 500–მდე ადამიანი),ისინი, ვინც მწვრთნელების აზრით დროთ განმავლობაში ითამაშებენ მაღალ პროფესიულ დონეზე.გზა,რომლითაც ისინი მიდიან,თანდაყოლილ ტალანტთან ერთად მოითხოვს უმკაცრეს დისციპლინას და შრომისმოყვარეობას თავგანწირვის ზღვრამდე.იმისათვის,რომ კარგად გავიგოთ ზემოთ ნათქვამი,საჭიროა გავეცნოთ "რეზიდენციის” შიდა რეგლამენტს.

ბავშვობა ოდესღაც მთავრდება,ის ხომ მუდმივი არ არის…ამ სურათზე არის საახალწლო გაზეთი,გამოშვებული ”რეზიდენციის” აღსაზრდელთა მიერ.

პუნქტი პირველი,შემდეგ კი თანმიმდევრობით.”რეზიდენციაში” (ამავე დროს "კამპ ნოუზე”) მცხოვრებ 15 წლამდე ასაკის ბავშვს არ აქვს უფლება გავიდეს ტერიტორიიდან,თუ არ აცნობებს ამის შესახებ სამიდან ერთ–ერთ აღმზრდელს,რომლებიც ცვლიან ერთმანეთს 24 საათის განმავლობაში.15 წლის ზემოთ ბიჭებს შეუძლიათ "თავისუფალ დროს” დატოვონ ტერიტორია,ოღონდ აუცილებლად უნდა შეატყობინონ აღმზრდელს სად და რისთვის მიდის.

"რეზიდენციაში” მეგობრების და ახლობლების მოყვანა სასტიკად აკრძალულია (ამ აკრძალვას შემდეგი ახსნა აქვს:”ჩვენ 60 ბავშვი გვყავს და თუ თითოეული მათგანი მოიყვანს სტუმარს, წარმოიდგინეთ რა მოხდება?!”).

მშობლებს ნებისმიერ დროს შეუძლიათ მოინახულონ თავიანთი შვილები,მაგრამ ამან ხელი არ უნდა შეუშალოს სასწავლო და სავარჯიშო პროცესს (აქედან გამომდინარე,აღსაზრდელები ნახულობენ მშობლებს წელიწადში 1–2 ჯერ).

მშობლებთან და ახლობლებთან ინტერნეტ–მიმოწერაც საკმაოდ მკაცრად კონტროლდება:ბავშვს შეუძლია მიმოწერა მხოლოდ იგივე "რეზიდენციის” კომპიუტერების კლასიდან.ინტერნეტ კაფეებისა და მსგავსი დაწესებულებების სტუმრობა არ არის რეკომენდებული.

საერთოდაც, აკადემია მთლიანად და კერძოდ "რეზიდენცია” არის დახურული,თითქმის გასამხედროებული სტრუქტურა.აქ ყველაფრის ნებართვა უნდა ითხოვო:იმაზეც კი,რომ ფოტო გადაუღო მოვარჯიშე ბიჭებს.ამასთან ერთად,მათთან დაკავებული მწვრთნელი ნებართვისთვის გაგაგზავნით უფროსთან,რომელიც კურირებს გარკვეულ ასაკობრივ ჯგუფს.

ერთერთი სავარჯიშო მინდორი "ბარსელონას" ბაზაზე,რომელიც ატარებს კლუბის დამაარსებლის ჰანს გამპერის სახელს.ასეთი მინდორი აქ ცხრა არის.7 ბუნებრივი და 2 ხელოვნური.ეს სრულიად საკმარისია იმისთვის,რომ აქ ივარჯიშოს "ბარსელონას" ყველა გუნდმა:დაწყებული პირველიდან დამთავრებული 8 წლის ასაკის ბავშვებით.აქ ბაზაზე შევხვდით დავიდ ვილიას.ის ძალიან თავაზიანი იყო.

ეს ჯერ კიდევ არ არის ყველაფერი.უნდა აღინიშნოს სკოლის მოსწრება,სტიმულირების მეთოდები და თავისუფალი დრო.ეს სამი რამ ერთმანეთთან მჭიდროდაა დაკავშირებული.საქმე ისაა,რომ "ბარსელონას” საფეხბურთო აკადემიაში ოროსნები ვერ იარსებებენ.ოროსნებს აქ უკრძალავენ ვარჯიშს და, რა თქმა უნდა,თამაშს.ამაზე საშინელი სასჯელი აკადემიის აღსაზრდელებისთვის წარმოუდგენელია.

სწორედ ამიტომ,კვირის ერთადერთ თავისუფალ საღამოს–პარასკევს,მაშინ,როდესაც აკადემიის წარმატებული მოზარდები ყველანაირად ისვენებენ და ერთობიან,მათი ჩამორჩენილი თანაკლასელები დამატებით მეცადინეობენ სპეციალურად მოწვეულ პედაგოგებთან.ჩვენ ვკითხეთ აღმზრდელს თუ რითი ერთობოდნენ ისინი,მან გვიპასუხა:”მათ შეუძლიათ წავიდნენ კინოში”.იგივე აღმზრდელმა მოგვითხრო ასეთი ისტორია:”ერთ–ერთმა მოსწავლემ წონაში საგრძნობლად მოიმატა,მიუხედავად დაბალანსებული კვებისა.და ეს მოხდა ზუსტად არდადეგების წინ.ყველა ბავშვი წავიდა არდადეგებზე სახლში და ამ ბიჭსაც უნდოდა წასვლა…მაგრამ უთხრეს:”სანამ არ გახდები,არსადაც არ წახვალ…არც იოცნებო”.”და რა ქნა მან?”–ვკითხეთ ჩვენ:”რას იზამდა?–წავიდა სარბენად”–გვიპასუხა აღმზრდელმა .

მოდით,დავუბრუნდეთ განათლების პრობლემას.იცით ვინ არის "ბარსელონას” პირველი გუნდიდან "რეზიდენციის” ყველაზე ხშირი სტუმარი?ინიესტა.და იცით რატომ?იმიტომ,რომ მას იქ ხშირად იწვევენ,როგორც ახალგაზრდებისთვის სამაგალითო პიროვნებას და ფეხბურთელს.ინიესტა მართლაც უნიკალური ფეხბურთელია:მას საშუალოსთან ერთად უმაღლესი განათლებაც აქვს.ამასთან ერთად,არც ის და არც ძირითადი გუნდის მოთამაშეები არ მიდიან მოზარდთა ვარჯიშებზე და არ ატარებენ მასტერ–კლასებს.”ვფიქრობ,ეს ზედმეტია”–მშრალად თქვა აკადემიის ერთ–ერთმა მწვრთნელმა ალბერტო კაპელასმა.ბავშვები როცა დაინახავენ ვარსკვლავებს,მაშინვე მათკენ გარბიან ავტოგრაფებისთვის,ფოტოებისთვის…განა ასეთ პირობებში მუშაობა შეიძლება?რა თქმა უნდა არა.ამ დროს მათ ყურადღება გადააქვთ ფეხბურთიდან.”

უკვე ამ წელს "რეზიდენციის” აღსაზრდელები შეიცვლიან საცხოვრებელ ადგილს.ლა მასია შეწყვეტს თავის არსებობას,როგორც "ბარსელონას” საფეხბურთო აკადემიის საერთო საცხოვრებელი.ახალ საცხოვრებელ კორპუსში,რომელიც შენდება უშუალოდ ბაზაზე,იცხოვრებენ ისინი ვინც ცხოვრობდნენ "ქალაქგარეთ” და "კამპ ნოუზე”.

არ უნდა ვიფიქროთ,რომ "ბარსელონას” მომავალი ვარსკვლავების ცხოვრება არის ძალიან მძიმე.ისინი იღებენ სტიპენდიას,რომლის სიდიდეც გასაიდუმლოებულია.მათ აქვთ საშუალება ივარჯიშონ უნიკალური მეთოდებით,რომელთა ქვაკუთხედია ბურთთან მუშაობის ჩვევის გამომუშავება და ტაქტიკური ცოდნის მიღება.და ბოლოს,ისინი დაკავებული არიან საყვარელი საქმიანობით:თამაშობენ ფეხბურთს და ამ სიამოვნებას მათ ვერავინ აუკრძალავს.ეს არ ეხებათ მხოლოდ მომავალ ვარსკვლავებს.ეს ეხება "ბარსას” საფეხბურთო აკადემისს ნებისმიერ მოსწავლეს.

"ჩვენს ბავშვთა გუნდებში არ ყოფილან და არც იქნებიან ისეთი ფეხბურთელები,რომლებიც მუდამ სათადარიგო სკამზე სხედან”.–გვითხრა "ბარსას” სპორტული დირექტორის მოადგილემ პაკო მარტინესმა.–"რა თქმა უნდა,ნიჭიერებიდან გამომდინარე,ზოგი უკეთესად თამაშობს,ზოგი უარესად,მაგრამ მოედანზე გამოდის ყველა.თუ ჩვენ დავუშვით შეცდომა და აკდემიაში მივიღეთ ბიჭი,რომელიც არ შეესაბამება "ბარსელონას” დონეს,ეს ჩვენი პრობლემაა.ბავშვი არაფერ შუაშია”.

P.S.ინტერვიუს კარლოს ფოლგერთან შემოგთავაზებთ შემდეგ ნაწილში.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 0 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.