Esport3: ზაფხულში ივან რაკიტიჩი "ბარსელონას" დაემშვიდობება

Esport3: ზაფხულში ივან რაკიტიჩი "ბარსელონას" დაემშვიდობება

კატალონიური ტელეარხის, Esports3-ს ცნობით, ივან რაკიტიჩის დღეები "ბარსაში" დათვლილია და ხორვატი გუნდს სეზონის დასრულებისთანავე დატოვებს.

კლუბის მესვეურებს სჯერათ, რომ ზაფხულში მასზე მოთხოვნა გაიზრდება და ნახევარმცველის გაყიდვას სარფიანად შეძლებენ.

სეზონის განმავლობაში, რაკიტიჩის როლი გუნდში მკვეთრად შემცირდა. გასულ ტურში, არტურის ტრავმის გამო, მან "სოსიედადის" წინააღმდეგ შეხვედრა ძირითადი შემადგენლობიდან დაიწყო, თუმცა საწყისი თხუთმეტი წუთის გარდა ღირებული არაფერი გამოსვლია და მეორე ტაიმში შეცვალეს კიდეც.

მისი ამჟამინდელი ფორმის გათვალისწინებით, კიკე სეტიენის მხრიდან რიკი პუჩის დატვირთვა უფრო საზრიანი იქნება.

არსებული გარემოებების მიხედვით, "ბარსას" მხრიდან ხორვატის ტრანსფერზე დაყენების საკითხი ლოგიკურია.

Mundo Deportivo-ს ცნობით, ამჟამად რაკიტიჩის მსურველთა რიგებში ოთხი ევროპული გრანდი ფიგურირებს: "ატლეტიკო", "სევილია", "ჩელსი" და "ინტერი".

შეგახსენებთ, რომ ივანმა მიმდინარე სეზონში 31 მატჩში მიიღო მონაწილეობა და 4 ასისტი მიითვალა. 15-ჯერ იყო სასტარტო შემადგენლობაში და აქედან მხოლოდ 3-ჯერ ჩაატარა შუცვლელად შხვედრა.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 9 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
    საიტის ლეგენდა  [?]
    #9 10 მარტი 2020 00:05
    1
    გაასხი გუნდიდან შე მძორო გაასხიიი
    --------------------
    91/92 05/06 08/09 10/11 14/15 to be continued
    Culé [?]
    #8 9 მარტი 2020 21:46
    3
    ივან როგორ გული მტკივა ძმაო ვაი გულშემატკივრებს რომ შენი წასვლა უნდათ დაუნახავები არიან აზრზე არ არიან რა კაცი ხარ შენ რამდენს ცდილობ გოლებიც იშვიათია დაუნახავები დაუფასებლობის სინდრომით არიან შეპყრობილები წადი ივან გოლები და შავი სამუშაო უხაროდათ კაი კაციაო ახლა ასაკში ხარ დაბერდაო მძორკიტიჩიო ამათ ტვინში ჩამახედა ნეტა მიდი გადადი ივან ატლეტიკოში და გაუტანე ტერ შტეგენს გოლები რომ ამათმა იქნებ მოკეტონ
    საიტის ლეგენდა  [?]
    #7 9 მარტი 2020 21:46
    3
    ალახ აკბარ როგორც იქნა !
    Messi_G.O.A.T.❤❤❤❤
    სტუმარი [?]
    #6 9 მარტი 2020 21:32
    3
    გააჩუქონ თუ უნდათ,მთავარია ბარსას ფორმით აღარ დავინახო.
    JUZI
    სტუმარი [?]
    #5 9 მარტი 2020 20:39
    5
    ყველა სატრანსფერო ფანჯრის დროს წერენ ამას და რითი ვერ დაემშვიდობა? წადი რაკეტა წადი, როგორც მოსვლით გაგვახარე ისე წასვლითაც გავიხარებთ შე კაცო.
    Pique_3
    სტუმარი [?]
    #4 9 მარტი 2020 20:11
    2
    imisdamiuxedavad ro bolo 2 sezonia ashkarad moklebuli aq mainc arunda davukargot is wvlili rac am kacs miudzghvis😌barselonas fanebs arasdros gveshleboda chveni fexburtelebis dafaseba da raketaze ro amboben gaa**as am mdzormao da msgavsi shinaarsis komentarebi dzaan gulsawyvetia😓shalkeshic da seviliashic tipiuri 10 nomeri iyo,gadmovida barsashi da egreve sastavshi chajda,baierntan naxevarfinalshi dzaan magari matchi qonda,sitistan mervedfinalshi goli,finalshi goli iuvestan🙏shemdeg sezonebshic xshirad gaqonda da valverdem aqcia tipiur chamshlelad da aghar iyo saertod am kacis movaleoba sheteva tumca mainc gaqonda golebi🙂eqstra klasis fexburtelia ivani da sadac arunda gadavides yvelgan gundis ert-erti lideri iqneba❤amowura tavisi tavi barsashi da warmatebebs vusurbeb sadac arunda wavides😌
    Culé [?]
    #3 9 მარტი 2020 19:58
    2
    ციტატა: kingarturo
    ეს გაუშვან და ვიდალი დატოვონ ერთი სეზონი კიდევ. არტურო ისეთი იგროკია ყოველთვის დაგვჭირდება ასეთი კაცი, ასაკის მიუხედავად კარგ ფორმაშია და თავის საქმეს სულ აკეთებს.

    თუ ვინმეა გასაშვები პირველი ვიდალია და ბევრი უნდა მიყვეს, ვიდალისნაირი ნაჯახების ადგილი საერთოდ არაა ბარსაში მერე გაიძახიდ ბარსას ფილოსოფიაო და ვიდალებით გინდათ დაბრუნდეს ???
    საიტის ლეგენდა  [?]
    #2 9 მარტი 2020 19:51
    3
    ეეჰ წავიდეს წავიდეს. დაბერდა უკვე. ლამაზად გავაცილოთ და გავუშვატ. სწრაფი ფეხბურთელები გვჭირდება. ვისთანაც წავაგეტ სისწრაფით დაგვჯაბნეს
    აბრაგი
    სტუმარი [?]
    #1 9 მარტი 2020 19:47
    1
    ალბათ,პიკს,ეს,ვიდალი,სუარესი უნდა წავიდნენ, მოსაყვანია ,მარცხდნა ვინგერი(მანე,სტერლინგი,ნეიმარი),მარცხენა მცველი,ცენტრალური 2 ვცველი,ერთი ცხრიანი