ინიესტას კუნთი დაეჭიმა
როგორც აღმოჩნდა ''ჰერკულესთან'' მატჩის დროს ინიესტას ტრავმა მიუღია და მისი თამაში ''ალმერისთან'' საეჭვოა.
მედიკოსთა ცნობით ანდრესს მარცხენა ზედა კუნთის დაჭიმვა აღენიშნება. იგი გარკვეული დროის განმავლობაში ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ იქნება და შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ ანდრესი მოახლოებულ სათასოო მატჩს, ''ალმერისათან'' გამოტოვებს.
ინიესტამ ტრავმა ''ჰერკულესთან'' მატჩის მე–80 წუთზე მიიღო, მას შემდეგ, როცა იგი დავიდ კორტეზმა წააქცია. ამ ყველაფერმა კი მისი აფელაითი შეცვლა გამოიწვია. ინიესტამ დარჩენი დრო სათადარიგოთა სკამზე ყინულის პაკეტით მკურნალობდა. ეს ტრავმა მიმდინარე სეზონში ესპანელისთვის პირველია, მან ამ სეზონზე 31 მატჩი ითამაშა და 7 გოლის გატანა მოახერხა.
მსგავსი სიახლეები
გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში
ინფორმაცია
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 0 ]