"ნაპოლი" "ბარსას" დასვენებული და ფორმიდან ამოვარდნილი ეწვევა
ინფორმაცია, რომელიც მთელი დღის განმავლობაში ვრცელდება, რამდენიმე წუთის წინ ოფიციალურად დადასტურდა - იტალიის სერია A, მინიმუმ 3 აპრილამდე, შეჩერებულია. ეს ამბავი კი "ბარსელონასაც" ეხება.
18 მარტს, ჩემპიონთა ლიგის 1/8-ფინალის განმეორებით მატჩში, "ბარსელონა" "ნაპოლის" უმასპინძლებს და შეეცდება პირველ თამაშში მოპოვებული უპირატესობა (1-1) შეინარჩუნოს.
ჯერ კიდევ უცნობია, დაესწრებიან თუ არა "კამპ ნოუზე" გასამართ მატჩს გულშემატკივრები, თუმცა ერთი რამ დანამდვილებით შეიძლება ითქვას - "ნაპოლი" კატალონიას დასვენებული, მაგრამ ფორმიდან ამოვარდნილი ეწვევა. ჯენარო გატუზოს გუნდს თამაში 28 თებერვლის შემდეგ არ ჩაუტარებია. "ბარსელონასთან" დაპირისპირების დროს, ნეაპოლელები უკვე 20 დღის უთამაშებლები იქნებიან.
ტეგები
მსგავსი სიახლეები
გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში
ინფორმაცია
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 5 ]