26 ფეხბურთელი ნახევარ–ფინალისთვის ემზადება
გუშინდელი დასვენების შემდეგ, გუნდი დღეს დილით, ვარჯიშს დაუბრუნდა. ახლა ფეხბურთელები ოთხშაბათს მატჩისთვის ემზადებიან, რომელსაც კატალონიელები ალმერიელების წინააღმდეგ გამართავენ. დღევანდელ შეკრებაზე 26 ფეხბურთელი იმყოფებოდა და აქედან 9 "ბარსა ბ"–ს ფეხბურთელი გახლდათ...
მოგეხსენებათ შაბათს, კატალონიურმა კლუბმა ალიკანტეში "პრიმერა დივიზიონის" მორიგი შეხვედრა, ადგილობრივი "ერკულესის" წინააღმდეგ გამართა, სადაც მასპინძლების ანგარიშით, 0–3 დაამარცხეს. გუშინ კი "ბარსას" უახლოესმა მდევარმა, "რეალ მადრიდმა" თავის მხრივ მორიგი მატჩი "ოსასუნას" წინააღმდეგ ჩაატარა და კატალონიელებისგან განსხვავებით მარცხი განიცადა, რის გამოც ახლა "ბარსელონა" მადრიდელებს 7 ქულით უსწრებს, მაგრამ ახლა კატალონიელებს მთელი ყურადღება "ალმერიასთან" გასამართ განმეორებით შეხვედრაზე აქვთ გადატანილი. შეგახსენებთ, რომ ამ გუნდების პირველი დაპირისპირება კატალონიელების სასარგებლოდ, 5–0 დასრულდა.
ვარჯიშზე "ბარსას" 26 ფეხბურთელი იმყოფებოდა. 17 პირველი გუნდიდან, ხოლო 9 "ბარსა ბ"–დან (პლანასი, არმანდო, ბენხა, ნოლიტო, რაფა ალკანტარა, ტიაგო, აბრაჰამი, ვიქტორ ვასკესი და ფონტასი). აღდგენით სამუშაოებს ატარებდნენ პუიოლი, ხეფრენი და ინიესტა. თუმცა, ვარჯიშს ესწრებოდა ბოიანი, რომელმაც კუჭის პრობლემების გამო, "ერკულესთან" შეხვედრაში მონაწილეობა ვერ მიიღო.
უნდა აღინიშნოს ის ფაქტიც, რომ ვარჯიშის დაწყებამდე, გვარდიოლა ფეხბურთელებს ესაუბრა. ეს პეპს პირველად არ გაუკეთებია, მაგრამ სხვებთან შედარბით, დღევანდელმა საუბარმა ოდნავ დიდ ხანს გასტანა.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 0 ]