კვლავ "სულ რაღაც" 7 ქულა

კვლავ "სულ რაღაც" 7 ქულა

დღეს, თბილისის დროით პირველ საათზე, "ბარსელონას" ახლა უკვე არც ისე უახლოესმა მდევარმა, "რეალ მადრიდმა" ქულები დაკარგა. ამაში კი მათ ლა კორუნიის "დეპორტივოს" ფეხბურთელები დაეხმარნენ...

ქულათა სხვაობა კვლავ 7 ქულაა! ჟოზე მაურინიოს "მადრიდმა" "პრიმერას" 25–ე ტურში, "დეპორტივოსთან" სტუმრად, მხოლოდ 1 ქულის მოპოვება შეძლო, რაც იმას ნიშნავს, რომ მათ 2 ქულა დაკარგეს. თავის მხრივ, გუშინ 23 საათზე, თავისი შეხვედრა "ბარსამაც" გამართა. კატალონიელები "მალიორკას" დაუპირისპირდნენ და როგორც თქვენთვის უკვე კარგადაა ცნობილი, ანგარიშით, 0–3 იმარჯვეს.

გუნდი, რომელმაც შეძლო და "მადრიდი" დაამარცხა, რის შემდეგაც კატალონიელებსა და ჟოზეს გუნდს შორის სხვაობა 7–მდე გაიზარდა, "ოსასუნა" გახლავთ. ამის შემდეგ კი ხიხონის "სპორტინგის" ფეხბურთელებმა მოახერხეს და პეპ გვარდიოლას შეგირდებთან საკუთარ მოედანზე არ დამარცხებულან. მათ გაიმარჯვეს, ოღონდ ფრით. სწორედ ეს გახდა იმის მიზეზი, რომ "ბარსა" "რეალს" მხოლოდ და მხოლოდ 5 ქულით უსწრებდა. თუმცა, ეს დიდ ხანს არ გაგრძელებულა და აი დღეს, "დეპორტივოს" დახმარებით, სხვაობა კვლავ იზრდება! "ბარსელონა" უახლოეს მდევარს "სულ რაღაც" შვიდი ქულით უსწრებს...

"დეპორტივო" – "მადრიდის" დაპირისპირების მეორე ტიმი სანახაობრივად ნამდვილად კარგი გამოდგა. შეხვედრის მეორე ნახევარში მადრიდელები მიხვდნენ, რომ გოლი უნდა გაეტანათ და ამისათვის არც არანსუბიას ასვენებდნენ, არც მის ხელთათმანებს, არც მის მცველებს და არც მისი კარის ძელებს. უნდა აღინიშნოს ის ფაქტიც, რომ რამდენიმე საკამათო ეპიზოდი იყო, როდესაც შეხვედრის არბიტრს პენლის დანიშვნა, არანსუბიას კარის მიმართულებით შეეძლო. ამაზე დამატებით ინფორმაციას მე ვერ მოგაწვდით. შეგიძლიათ ამ მომენტების ამსახველი ფაქტები რამდენიმე საათში, თუ ჯერ არა, მადრიდული გამოცემის, MARCA-ს ოფიციალურ საიტზე იხილოთ. 

მორიგ მატჩს მადრიდელები 3 (4) მარტს, "მალაგას" წინააღმდეგ გამართავენ, ხოლო კატალონიელები ამავე დღეს "მესტალიას" ესტუმრებიან, სადაც ადგილობრივ "ვალენსაის" დაუპირისპირდებიან. ასე, რომ "ბარსას" წინ არც ისე მარტივი გამოცდა ელის. მართალია სხვაობა კვლავ 7 ქულაა, მაგრამ "მადრიდისთვის" დაკარგული ჯერ არაფერია...

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 0 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.